არჩევნები 2022 წელს - რაზე მსჯელობს ოპოზიცია
პოლიტიკა - 20:14, 14 Jan, 2021     367
ახალი პოლიტიკური დუეტი - "გირჩისა" და ალეკო ელისაშვილის ინიციატივა აქვს , რომლის მიხედვითაც "ოცნება" უნდა დათანხმდეს წინაპირობას, რომ თუკი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიცია ჯამურად უმრავლესობის შედეგზე მეტ ხმას აიღებს, ეს ავტომატურად 2022 წლისთვის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საფუძველი გახდება.ინიციატივაზე ოპოზიცია "გირჩმა" და ალეკო ელისაშვილმა უნდა დაითანახმოს.

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელაშვილი აცხადებს, რომ ყველა პარტიას უნდა პარლმენტში შესვლა და ეძებენ გზას როგორ გამოვიდნენ თავიანთი რიტორიკის ტყვეობიდან. მისი თქმით, მზად არიან დაეხმარონ რიტორიკის ტყვეობიდან გამოსვლაში..
"ყველა პარტიას უნდა პარლამენტში შესვლა. ყველა ეძებს გზებს როგორ გამოვიდნენ თავისიტყვის და რიტორიკის ტყვეობიდან. დავეხმარებით ნებისმიერს ამ რიტორიკიდან გამოსვლაში, ამას ვამბობ ყოველგვარი დაცინვის გარეშე" - განაცხადა ელისაშვილმა.
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, ყველაზე დიდ ოპოზიური პარტიის "ენმ"-ს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გააცნო ეს იდეა და მისგან პროტესტი არ მიუღია.
ოპოზიცია ეხმაურება აღნიშნულ ინიციატივას - "ლელო საქართველოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილის მხრიდან კონკრეტული კომუნიკაცია არ ყოფილა, თუმცა სასაუბროდ მზად არიან. ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ სწორი იქნება, თუკი საერთო ოპოზიციური ფორმატი აღდგება.

"ალეკო ელისაშვილის მხრიდან არ ყოფილა კომუნიკაცია, მაგრამ ასეთი კომუნიკაცია, როგორც მან დააანონსა, იქნება და რასაკვირველია, სასაუბროდ მზად ვართ, თუმცა მიმაჩნია, რომ სწორი იქნება აღდგეს ის საერთო ოპოზიციური ფორმატი და ეს ამის პრობლემა არ მგონია რომ იყოს. "ლელოს" კარი ღიაა და რჩება ღია, მიუხედავად პერიპეტიებისა, რომელიც საზოგადოებამ კარგად იცის" - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

"ენმს" ლიდერი, ხატია დეკანოიძე, ელისაშვილს ურჩევს დროზე შევიდეს პარლამეტში, რადგან მისი ყოყმანით ყველა დაიღალა.

"არ მემეტება ნამდვილად, პარლამენტში შესასვლელად არც იოსელიანი არც ელისაშვილის პარტია. თუ პარლამნეტში შესვლა უნდა ამდენ საუბარს ჯობია, რომ შევიდეს" , - განაცხადა დეკანოიძემ.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი" ბოლომდე არ იზიარებს შეთანხმების პუნტებს და პლებისციტს ითხოვენ.

"ძირითადი პუნქტების გარეშე ვერ შედგება მოლაპარაკება უფრო სწორად, წარმატებული ვერ იქნება მოლაპარაკება. რასაც ქვია ვადამდელი არჩევნების თემა , საარჩევნო გარემოს და პოლიტმატიმრების თემა" - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპპირებენ, თუმცა რამდენიმე ოპოზიციონერს პარლამენტში ელოდებიან.

"ასეთი შეთავაზებით გამოდის, რომ ჩვენ ადგილობრივი არჩევნები, და შეგახსენებთ, რომ ეს არ არის ცენტრალური ხელისუფლების ნაწილი ადგილობრივი ხელისუფლება, ეს ცალკეა და ეს გვინდა წავახალისოთ, რომ იყოს დამოუკიდებელი, არ იყოს ჩამოკიდებული ცენტრალურ ხელისუფლებაზე. ამ წინადადებით გამოდის, რომ ჩვენ გვინდა ადგილობრივი არჩევნები ვაქციოთ ფაქტობრივად საპარალამენტო არჩევნებად. ამითი, რომელიც თავის მხრივ 4 წლით აირჩევიან, ფაქტობრივად შევიტანოთ ის პოლიტიკური დატვირთვა მივცეთ ამ არჩევნებს, რომელიც მას არ უნდა ჰქონდეს. ამიტომ, ეს პოლიტიკურადაც არასწორია და მე არ მგონია, რომ ეს სწორი გადაწყვეტა იყოს.

ხომ უნდა დაფიქრდნენ სახელმწიფოზე, ვირჩევთ ადგილობრივ თვითმმართველობას, რომელსაც თავისი ფუნქციები აქვს და ამის ასეთ პოლიტიკურ მასშტაბში გადმოტანა არის არასწორი," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.







მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ზამთრის თბილ დღეებში მურა დათვმა სუფთა ჰაერზე გაისეირნა (ფოტო)
"გამომართვი რა, არ მინდა შენი ფული, ჩემგან წაუღე ჯულიეტასო" - თეა ადეიშვილის ემოციური ისტორია
19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს
ჩუმათელეთი-ხუნევის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
სოფელ ხურჩასთან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დფააკავეს - სუსი
"ასე ადვილად თუ დავაგროვებ ქულებს, ყველას სათითაოდ მივულოცავ" - 10 ქულა სტუდენტებს, რომლებიც გიორგი ვოლსკის დაბადების დღეს მიულოცავენ
ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება - ე.წ. სასამართლო დღეს უკვე მესამედ გადაიდო
კასპში, საამქროში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
კაპიტოლიუმის შენობაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - BBC
საგარეო საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები იგეგმება - დავით ზალკალიანს გიორგი ხელაშვილი ჩაანაცვლებს
"შენ შეიძლება მედიცინაში მაგარი ხარ, მაგრამ მე ჯარიმების წერა მეხერხება" - პატრულის მიმართვა ექიმს, რომელიც დააჯარიმეს
"შესაძლოა დისტანციურმა სწავლებამ სერიოზული გავლენა იქონიოს ბავშვების მენტალობაზე" - ინფექციონისტები ონლაინსწავლების მძიმე შედეგებე
"არ ვიტყვი მანქანაზე უარს, ჩემი 2006 წლისაა და ძალიან გაცვეთილია" - მიტროპოლიტი ნიკოლოზი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42