"კობახიძე კალაძისთვის ხელქვეითია..." - რატომ უპირებდნენ ცემას ირაკლი კობახიძეს დეპუტატები და რას ჰყვება მასზე ყოფილი თანაგუნდელი
პოლიტიკა - 14:56, 15 Jan, 2021     4975
"ქართული ოცნების გედის სიმღერა" - ასე აფასებს ივანიშვილის გუნდის ყოფილი წევრი ეკა ბესელია მმართველი გუნდის ყრილობას, ხოლო ირაკლი კობახიძეს, რომელიც ოვანიშვილმა თავის მემკვიდრედ დატოვა პარტიის თავმჯდომარის რანგში - ბესელია უპრინციპოს და პარტიის წევრებს შორის კონფლიქტის კერას უწოდებს.

ბესელია ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე, რომელიც კონფლიქტების წამომწყები იყო, მის დანთებულ ცეცხლს ივანიშვილი აქრობდა.


"ხვალინდელი ყრილობა გედის ბოლო სიმღერას ჰგავს, რადგან ეს ხელისუფლების როლში ოცნების ბოლო ყრილობაა. მე ამ პარტიას ოპოზიციაში ვხედავ მალე, პრაქტიკულად უკვე დასრულებულს, იმიტომ, რომ ხშირად ვამბობდი, როდესაც ივანიშვილი აღარ იქნებოდა პარტიაში, და ეს დრო, რა თქმა უნდა, დადგებოდა, ეს პარტია დასრულდებოდა, რადგან ერთადერთი მიზიდულობის ცენტრი შექმნილი იყო ივანიშვილის მიერ.

რატომ დატოვა კობახიძე, ძალიან მარტივი პასუხი მაქვს ამაზე - ის იყო ყველაზე უპირობო და უსიტყვო დავალებების შემსრულებელი. ის არის კატეგორია, რომელიც მხოლოდ ივანიშვილისთვის საამებლად საუბრობდა. მას არ აწუხებს საკუთარი პრინციპები. კობახიძე ივანიშვილისთვის სიმშვიდის გარანტია.

კობახიძეს აქვს ნიჭი - აჩენს ცხელ კერებს, კონფლიქტებს ადამიანებს შორის, ცარიელ ადგილას ანთებს ხანძარს. კობახიძე თავად ქმნიდა ეგეთ კონფლიქტებს, მის გაჩენილ ხანძრებს აქრობდა ივანიშვილი პერიოდულად, ახლა არავინაა, ვისაც შეუძლია, დაიჭიროს ეს სიტუაცია. წინა მოწვევის პარლამენტში რამდენიმე დეპუტატმა, მახსოვს, მასზე ლამის ხელით გაიწია და რომ არა ივანიშვილი კარგი ალიყური მოხვდებოდა ალბათ.

კობახიძე დარჩება ალბათ ერთი პატარა ოფისის ხელმძღვანელად და ის რეალურად ამ პარტიას ვეღარც შეინარჩუნებს. მას არც პარლამერნტის თავმჯდომარის რანგში არ ცემდა პატივს არავინ. კობახიძე კალაძისთვის ხელქვეითია, თუ ის ასეთად დარჩება, ასატანი იქნება, კალაძე უყურებს კობახიძეს, როგორც მის თანამშრომელს, შესაბამისად, ეს პარტია ჩვენ მალე შეიძლება დავინახოთ, როგორც ოპოზიციურ ფლანგზე გადანაცვლებული პარტია" - განაცხადა ბესელიამ ტვ პირველის ეთერში.




მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
უკონტროლო კრიმინალი - თამარაშვილის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს
"ჩვენი პოზიცია იყო ძალიან მკაფიო, რომ ნიკა მელია უნდა იყოს ამ მაგიდის ირგვლივ" - აკო მინაშვილი
თუ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს - ჯაფარიძე
დიალოგის პროცესში ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებით ვხელმძღვანელობთ - სალომე სამადაშვილი
ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრები - შარლ მიშელის 6 პუნქტი , რომელიც უნდა მოგვარდეს
"იმედი მაქვს, ოპოზიცია კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობას გააგრძელებს" - ღარიბაშვილის პირველი კომენტარი შეხვედრის დასრულების შემდეგ
დიალოგმა სხვა დონეზე აიწია, შეგვიძლია ფრთხილი ოპტიმიზმი გვქონდეს - გიორგი ვაშაძე
მოლაპარაკება დასრულებულია - შარლ მიშელი 2 კვირიან ვადას ასახელებს
პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო - ხაზარაძე "ოცნებასთან" შეხვედრის შემდეგ
"იმედიანი გაზაფხული დგება" - ნათელაშვილის პირველი კომენტარი "ოცნებასთან" შეხვედრის შემდეგ
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა
იმედია შეხვედრა შედეგს მოიტანს, მთავარია, დიალოგი არ იყოს 1 დღის შოუ - ავსტრევიჩუსი შარლ მიშელის ვიზიტზე
Valentino-ს შავ–თეთრი შემოდგომა – ულამაზესი კოლექცია (ფოტოები)
პოლიტიკური მოლაპარაკებების პარალელურად "ოცნება" მობილიზაციას იწყებს - გდდ-ს ბაზაზე სპეცრაზმელები დაიბარეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42