მგზავრები, რომელთა ნაწილმაც ბოლო თეთრები გადაიხადა პოლონეთში გასამგზავრებელ ბილეთში, თბილისის აეროპორტში დაბლოკეს
საზოგადოება - 17:03, 15 Jan, 2021     9333
ხმაური იყო გვიან ღამით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაცმესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში არ გაუშვეს. 60 პირი, რომელიც უკვე გასამგზავრებლად იყო მზად და თითმფრინავში უნდა ასულიყო, ადგილზევე დაბლოკეს. ფაქტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხმაური მოჰყვა.
მესაზღვრეებმა თავდაპირველად განმარტეს, რომ პოლონეთმა მოულოდნელად ჩაკეტა საზღვარი, თუმცა მოგვიანებით აღნიშნეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შესასვლელად ვიზა სჭირდებოდათ, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი შენგენის ზონაში შედი და საქართველოდან ჩასულებს ვიზის საჭიროება არ აქვთ.
ჩვეულებრივ, გავიარეთ რეგისტრაცია, კეთილი მგზავრობაც კი გვისურვა ავედით ზემოთ და გვეუბნებიან, რომ უვიზო მიმოსვლის ქვეყანაში საქართველოდან ვიზას ითხოვენ. ან უნდა გვქონოდა ვიზა, ან ბინადრობა, მხოლოდ ამ შემთხვევაში გაგვიშვებდნენ. ბოლოს გაუშვეს ის მგზავრები, რომლებიც ან პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ, ან ამ ქვეყნის ვიზა ჰქონდათ. ჩვენ ვითხოვდით, რომ ბილეთის საფასური მაინც დაებრუნებინათ, რადგან იქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ბოლო კაპიკები გადაიხადეს ბილეთში" - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა ეკატერინე ბაციკაძემ.

ბაციკაძის თქმით, ავიაკომპანია "ბელავია" მგზავრობის საფასურის დაბრუნებას დაჰპირდა, თუმცა ჩამოაჭრის 50 ევროს. პოლონეთში გასამგზავრებელი ბილეთი 850 ლარი ღირდა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლები მას დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მხოლოდ 360 ლარს დაუბრუნებდნენ.
აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის 1 იანვრიდან საქართველოს კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეებს გაფრენის დროს საქართველოს მესაზღვრეებიც შეამოწმებენ და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვერ წარმოადგენენ კონკრეტულ დოკუმენტაციას, ისინი ვეღარ გაფრინდებიან.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42