გიორგი ღოღობერიძე: ყველა მშობელმა, ვისმა შვილმაც კოვიდ-19 გადაიტანა, ეს უნდა იცოდეს
COVID-19 - 18:29, 15 Jan, 2021     2143

Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელი, ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი, გიორგი ღოღობერიძე მორიგი ლაივ-ჩართვაში აცხადებს, რომ მულტისისტემური ანთებათა სინდრომის შესახებ ფაქტიურად ყველა მშობელმა უნდა იცოდეს. ეს ცოტა მძიმე თემაა, მაგრამ ცოდნა ძალაა და ყველა მშობელი ინფორმირებული უნდა იყოს ამასთან დაკავშირებით. როცა რაღაც ვიცით, მისგან თავის დაცვა უფრო ადვილია

"ეს დაავადება ძალიან ჰგავს კავასაკის სინდრომს, ამიტომ მას კავა-კოვიდსაც ეძახიან. სინამდვილეში მულტისისტემური ანთებითი სინდრომი (მას) უფრო საშიში დაავადებაა, რადგან უფრო მაღალი სიკვდილობა ახასიათებს, თუმცა ექიმთან დროული მიმართვის შემთხვევაში შემთხვევათა 98% კარგად სრულდება. ამიტომ მთავარია ვიყოთ ყურადღებით და საჭიროების შემთხვევაში მივმართოთ ექიმს.


მშობლებმა, რომლებსაც ჰყავთ 0-19 წლის ასაკის შვილი, უნდა იცოდნენ ამ სინდრომზე. საქართველოში უკვე დაფიქსირდა მისი რამდენიმე ათეული შემთხვევა. ეს სინდრომი ეხებათ უშუალოდ ბავშვებს. მართალია ის მოზრდილსაც შეიძლება განუვითარდეს, მაგრამ ძალიან იშვიათად. ძირითადად, ეს ბავშვების დაავადებაა.


დაავადება, სახელად მულტისისტემური ანთებითი სინდრომი 0-19 წლის ასაკის ბავშვებში, განსაკუთრებით 7 წლის ასაკის ბავშვებში ვითარდება. ის გვხვდება როგორც გოგოებში, ასევე ბიჭებში, თუმცა სტატისტიკურად ბიჭებში უფრო ხშირად ვითარდება.


როცა ბავშვები ავადდებიან კოვიდით, შემთხვევათა თითქმის 100%-ში ისინი ვირუსს მსუბუქად და ხშირად უსიმპტომოდაც იხდიან. თუმცა აღმოჩნდა, რომ კოვიდის შემდეგ რაღაც პერიოდში, უფრო კონკრეტულად 2-6 კვირის განმავლობაში შეიძლება მულტისისტემური ანთებითი სინდრომი განვითარდეს. სავარაუდოდ, კოვიდის შემდეგ მას-ის განვითარებას იწვევს კოვიდის მიერ ინტერფერონების წარმოების შეფერხება. ვირუსის ალაგების შემდეგ იმუნური სისტემა ძალიან მაღალი ენერგიით იწყებს მუშაობას და ადამიანის ორგანიზმსვე ებრძვის.


ამიტომ იყავით ყურადღებით და თუკი მას-ის სიმპტომებიდან რომელიმეს შენიშნავთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ პედიატრს.


თუკი თქვენმა შვილმა გადაიტანა კოვიდი, მისი გადატანიდან 2-6 კვირის განმავლობაში კი:


აქვს მაღალი ტემპერატურა ზედიზედ სამ დღეზე მეტხანს;


აქვს მუცლის ტკივილი, დიარეა ან გულისრევა, ან სამივე ერთად;


თუკი თვალები აქვს ჩაწითლებული, ანუ აქვს არაბაქტერიული კონიუქტივიტი;


თუკი უცებ მთელ სხეულზე გაუჩნდა გამონაყარი;


თუკი შეინიშნება შეშუპება ფეხისგულებსა და ხელისგულებზე;


თუ გამოხატულია წნევის მკვეთრი კლება;


ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ პედიატრს. აღსანიშნავია, რომ ყველა პედიატრი ამ სინდრომის შესახებ ინფორმირებული არ არის, ამიტომ თავადვე უთხარით, რომ მულტისისტემათა ანთებით სინდრომზე გაქვთ ეჭვი.


რასაკვირველია, ბავშვს ცვლილებები ექნება ანალიზებში. მაღალი იქნება დე დიმერი, ცე რეაქტიული ცილა, ერითროციტების დალექვის სიჩქარე, პროთრომბინის დრო დარღვეული. თრომბოციტების და ლიმფოციტების რაოდენობა, ასევე ნატრიუმის რაოდენობა იქნება დაბალი. ეს ყველაფერი არის პირდაპირი მინიშნება, რომ საქმე მას-თან გვაქვს.


სახელწოდებიდან გამომდინარე, მულტისისტემურ ანთებათა სინდრომს არაერთი ორგანოს დაზიანება შეუძლია. მას შეუძლია გამოიწვიოს გულის, თირკმლის, ფილტვის უკმარისობა. დააზიანოს თავის ტვინი, თვალები, კუჭ-ნაწლავი. ამიტომ უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ნურცერთ ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს კოვიდის მოხდიდან 2 თვის განმავლობაში. საბედნიეროდ ეს დაავადება მკურნალობას ძალიან კარგად ემორჩილება, მთავარია ექიმთან დროული ვიზიტი და ყველაფერი კარგად იქნება.” - ამბობს იგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42