Fitch-მა თიბისი ლიზინგს ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი შეუნარჩუნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:49, 15 Jan, 2021     784

გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ - Fitch Ratings თიბისი ლიზინგს ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი „BB-„ შეუნარჩუნა.

გამოწვევებით სავსე წლის შემდეგ საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება კომპანიის სიჯანსაღესა და ფინანსურ მდგრადობაზე მეტყველებს, რაც კრედიტორებისა და აქციონერების მხრიდან ნდობისა და მხარდაჭერის ზრდის წინაპირობაა და ასევე საშუალებას იძლევა კომპანია კიდევ უფრო მეტად იყოს მომხმარებლებზე ორიენტირებული.

Fitch Ratings-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თიბისი ლიზინგი საქართველოში სალიზინგო ბაზრის ლიდერი კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს დაფინანსებას როგორც კორპორატიული კლიენტებისათვის, ასევე, მცირე და საშულო ბიზნესებისთვის, მიკრობიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის.

„მოხარულები ვართ, რომ თიბისი ლიზინგმა გასულ წელს მიღებული, ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი, გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე წლის მიუხედავად, წარმატებით შეინარჩუნა, რაც ბაზარზე თიბისი ლიზინგის N1 პოზიციას ადასტურებს და ხაზს უსვამს კომპანიის წარმატებულ თანამშრომლობას მომხმარებლებთან. გასულ წელს მოვახერხეთ, რომ მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული პროდუქტები და სერვისები უწყვეტად შეგვეთავაზებინა. რეიტინგის შენარჩუნება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კომპანიას სწორი სტრატეგიული ხედვა აქვს და სწორი მიმართულებით ვითარდება", - თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორი - გაგა გოგუა.

თიბისი ლიზინგი, აქტივების ზომის მიხედვით, თიბისი ბანკის ყველაზე მსხვილი შვილობილი კომპანიაა. ის, ასევე საქართველოში ყველაზე მსხვილი სალიზინგო კომპანიაა, 17-წლიანი გამოცდილებითა და 70%-მდე საბაზრო წილით.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
უკონტროლო კრიმინალი - თამარაშვილის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს
"ჩვენი პოზიცია იყო ძალიან მკაფიო, რომ ნიკა მელია უნდა იყოს ამ მაგიდის ირგვლივ" - აკო მინაშვილი
თუ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს - ჯაფარიძე
დიალოგის პროცესში ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებით ვხელმძღვანელობთ - სალომე სამადაშვილი
ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრები - შარლ მიშელის 6 პუნქტი , რომელიც უნდა მოგვარდეს
"იმედი მაქვს, ოპოზიცია კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობას გააგრძელებს" - ღარიბაშვილის პირველი კომენტარი შეხვედრის დასრულების შემდეგ
დიალოგმა სხვა დონეზე აიწია, შეგვიძლია ფრთხილი ოპტიმიზმი გვქონდეს - გიორგი ვაშაძე
მოლაპარაკება დასრულებულია - შარლ მიშელი 2 კვირიან ვადას ასახელებს
პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო - ხაზარაძე "ოცნებასთან" შეხვედრის შემდეგ
"იმედიანი გაზაფხული დგება" - ნათელაშვილის პირველი კომენტარი "ოცნებასთან" შეხვედრის შემდეგ
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა
იმედია შეხვედრა შედეგს მოიტანს, მთავარია, დიალოგი არ იყოს 1 დღის შოუ - ავსტრევიჩუსი შარლ მიშელის ვიზიტზე
Valentino-ს შავ–თეთრი შემოდგომა – ულამაზესი კოლექცია (ფოტოები)
პოლიტიკური მოლაპარაკებების პარალელურად "ოცნება" მობილიზაციას იწყებს - გდდ-ს ბაზაზე სპეცრაზმელები დაიბარეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42