ოლიგარქი, რომელიც ტრამპს მოგვაგონებს, პოლიტიკას ტოვებს – ეს ბევრს არ სჯერა - Washington Post
პოლიტიკა - 23:12, 15 Jan, 2021     1158

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან კიდევ ერთხელ წასვლას The Washington Post ვრცელ სტატიას უძღვნის .

სტატიის ავტორები ბიძინა ივანიშვილს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ადარებენ ისინი ივანიშვილს შავ ზღვასა და კავკასიის ქედებს შორის გადაჭიმული ქვეყნის დე ფაქტო მმართველად მოიხსენიებენ.

"64 წლის ოლიგარქი, ივანიშვილი აცხადებს, რომ ახლა ის ქველმოქმედებაზე ახდენს კონცენტრირებას. შთამაგონებელი ნარატივია – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერები ხშირად არ ნებდებიან ხელისუფლებას და იშვიათად მიდიან ნებაყოფლობით. პრობლემა ისაა, რომ ივანიშვილისა მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკურ ოპონენტს და რეგიონულ პოლიტიკურ ანალიტიკოსს სჯერა". –აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში ლაპარაკია მოლოდინზე, რომ ივანიშვილი ქვეყნის მართვას კულისებიდან გააგრძელებს და ამ ნაბიჯით მას მხოლოდ პასუხისმგებლობის არიდება სურს, ვინაიდან ქვეყანაში მმართველ პარტიას გაძლიერებული ანტიდემოკრატიული მიდრეკილებები აქვს.

გავლენიანი გამოცემა ხაზს უსვამს აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლების პრეტენზიებს ივანიშვილის მმართველობასთან დაკავშირებით, მათ შორის მოსკოვთან კავშირს იმ ქვეყნისთვის, რომელსაც NATO-ში გაწევრიანების ამბიცია აქვს. ლაპარაკია პარალელებზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რომელმაც გასულ წელს კანონმდებლობის შეცვლით შეძლო შესაძლებლობის შექმნა, რომ მმართველობა 2036-მდე შეინარჩუნოს, ასევე პარალელზე ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოსთანაც, რომლის მიერ "მოგებულ" ბოლო არჩევნებს გაყალბებულად მოიხსენიებენ.

The Washington Post-ის სტატიაში ნახსენებია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცებმა კონკურენტულ და ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარებულ არჩევნებად შეაფასეს, თუმცა ასევე საუბრობენ ამომრჩევლებზე ზეწოლისა და ქართული ოცნების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ბრალდებებზე. ყურადღება გამახვილებულია ოპოზიციურ სპექტრზე, რომელმაც არჩევნები გაყალბებულად მიიჩნია და უარი თქვა საპარლამენტო მანდატებზე.

გამოცემას მოჰყავს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვებიც, რომელმაც The Washington Post-თან საუბარში ივანიშვილზე თქვა, "გრძნობს, რომ მის ქვეშ მიწა ირხევა, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას სჯერა, რომ მან არჩევნები მოიპარა".






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42