ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს სიყვარულში მომავალ კვირაში
ეს საინტერესოა - 16:38, 17 Jan, 2021     1659

ვერძი

მომავალ კვირაში პირად ცხოვრებაში ბევრი ცვლილებები გელოდებათ, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

ქალი - საპირისპირო სქესის მხრიდან თქვენს მიმართ ყურადღება და თავაზიანობა განსაკუთრებით გაიზრდება. ამასთან, ვარსკვლავები გირჩევენ, თავი არ დაკარგოთ და მხოლოდ მსუბუქი ფლირტით შემოიფარგლოთ.

კაცი - მამაკაც ვერძს ოჯახური კომფორტი სურვილი კიდევ უფრო გაუმძაფრდება. ამიტომ მარტოხელა ვერძი სერიოზულ ურთიერთობებსა და ქორწინებაზე ფიქრს დაიწყებს, ხოლო დაქორწინებულებს ოჯახური ცხოვრებისა და მეუღლესთან ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცება მოუნდებათ.

კურო

მომავალი დღეები საინტერესო მოგონებებითა და რომანტიკით აღსავსე იქნება.

ქალი - შესაძლოა ურთიერთობაში უფრო მეტი სინაზისა და რომანტიკის შეტანა მოგინდეთ, ამიტომ თქვენს მეორე ნახევარს აგრძნობინეთ, სანთლების ფონზე რომანტიკული სადილი მოგიწყოთ.

კაცი - მომავალ კვირაში დიდია ლამაზმან ნაცნობთან შეხვედრის ალბათობა, რომლის მიმართაც წარსულში გარკვეული გრძნობები თუ სიმპათია გქონდათ. ძველი გრძნობები გაძლიერდება და იმპულსური, რომანტიკული ურთიერთობის სურვილი მოიმატებს.

ტყუპები

ეს კვირა განსაკუთრებით ემოციური იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელ ადამიანთან ყოფნის თითოეული წამით დატკბეთ.

ქალი - სამუშაო ძალიან დიდ დროს და ძალისხმევას გართმევთ. დრო მოვიდა შესვენება აიღოთ, დათანხმდით თაყვანისმცემლის შემოთავაზებას და წადით პაემანზე. გაისეირნეთ საყვარელ ადამიანთან ერთად და უბრალოდ დატკბით მომენტით.

კაცი - დროა საყვარელ ქალს გრძნობებში გამოუტყდეთ. ვარსკვლავები მოგიწოდებენ, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ - იღბალი თქვენს მხარესაა.

კირჩხიბი

ვარსკვლავები წლის ყველაზე ნათელ და მომხიბვლელ პერიოდს გიწინასწარმეტყველებენ. მომავალ კვირაში რომანტიკითა და სიყვარულით იქნებით გარშემორტყმული. ქალი - საიდუმლო თაყვანისმცემელი სასიამოვნო სიურპრიზით გაგაბედნიერებთ. გირჩევთ ყურადღება გამოიჩინოთ და მისი ვინაობა დაადგინოთ. კაცი - მომავალ კვირაში საპირისპირო სქესის ყურადღებას დაიმსახურებთ. თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, თავი არ უნდა დაკარგოთ და საეჭვო თავგადასავლებში არ გადაეშვათ.

ლომი

საკმაოდ დატვირთული დღეები გელით. მომავალ კვირაში ურთიერთობის გარკვევა მოგიწევთ. ქალი - შურიანი ადამიანების ბოროტი ენა თქვენი ბედნიერების დანგრევას შეეცდება.

ქალი - ლომ ქალებს ვარსკვლავებს ურჩევენ, ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანონ და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები არ მიიღონ. მშვიდ გარემოში საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბარი და რომანტიკული ვახშამი თქვენს ურთიერთობის ჰარმონიას დაუბრუნებს.

კაცი - თქვენმა უსაფუძვლო გაღიზიანებამ და ცუდმა განწყობამ შესაძლოა თქვენი მეორე ნახევარი დააფრთხოს. ნეგატივზე ნუ გადაერთვებით და ეცადეთ პატარა ბედნიერი მომენტებით დატკბეთ.

ქალწული

მომავალ კვირაში, შესაძლოა, სასიამოვნო შეხვედრებმა და საბედისწერო ნაცნობობამ გაგაბედნიეროთ.

ქალი - სუპერმარკეტში რიგითი ყოველდღიური გასვლაც კი, შესაძლოა, მოულოდნელი შეხვედრის საწინდარი გახდეს, რაც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. გრძნობების გამოხატვის არ შეგეშინდეთ. მიენდეთ თქვენს ემოციებს.

კაცი - შემდეგ კვირას შესაძლოა ძველ კლასელს ან კურსელს შეხვდეთ. ძველ ნაცნობთან შეხვედრა და წარსულის მოგონებები დამალულ ემოციებს კვლავ აღგიძრავთ.

სასწორი

უახლოესი დღეები სავსე იქნება ნათელი მოვლენებითა და საბედისწერო შეხვედრებით.

ქალი - მომავალ კვირაში ვარსკვლავები თქვენს მხარეს იქნებიან. შესაძლოა, მოულოდნელად გრძნობებში გამოგიტყნენ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ კარგად დაფიქრდით. კაცი - მომავალ კვირას უარს ნუ იტყვით თუ სადმე დაგპატიჟებენ. შესაძლოა ცხოვრების თანამგზავრს სწორედ იქ შეხვდეთ.

მორიელი

მომავალ კვირაში რომანტიკითა და სიყვარულით იქნებით გარშემორტყმული. მთავარია ეს ყველაფერი დროულად დაინახოთ.

ქალი - მომავალ კვირას შესაძლოა პაემანზე დაპატიჟების მოულოდნელი შემოთავაზება მიიღოთ. ენდეთ თქვენს შინაგან ხმას. ბედნიერებაზე უარის თქმა არ ღირს.

კაცი - ვარსკვლავები გპირდებიან, რომ უახლოეს დღეებში სასურველ მეორე ნახევარს შეხვდებით. მომავალი კვირა დადებითი ემოციებით იქნება სავსე.

მშვილდოსანი

მომავალ კვირაში სასიყვარულო ურთიერთობებში ცვლილებებმა შესაძლოა თქვენი მთელი ცხოვრება შეცვალოს.

ქალი - შეეცადეთ ყველაფრისთვის მზად იყოთ, შესაძლოა, უმნიშვნელოვანესი არჩევნის გაკეთება მოგიწიოთ. ვარსკვლავები გირჩევენ გულის ხმას მიენდოთ.

კაცი - მოგიწევთ თქვენი სიყვარულისა და ბედნიერებისთვის იბრძოლოთ. მოგიწევთ, თქვენი საუკეთესო თვისებები, მომხიბვლელობა და გონიერება გამოავლინოთ.

თხის რქა

მომავალ კვირაში კონცენტრაცია, დაკვირვება და გონიერება დაგჭირდებათ.

ქალი - თქვენს თაყვანისმცემლებს ყურადღებით დააკვირდით, შესაძლოა, რომელიმე მათგანისგან რაიმე საფრთხე იყოს მოსალოდნელი.

კაცი - შესაძლოა, მოულოდნელად რომანტიკული განწყობა შეგექმნათ და სასიამოვნო პაემანის გუნებაზე დადგეთ. თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, პირველ რიგში საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ და სხვებს ცრუ იმედები არ მისცეთ.

მერწყული

რამდენიმე დღეში, თქვენი ცხოვრება შესაძლოა სრულიად შეიცვალოს.

ქალი - შესაძლოა, მოულოდნელად სიყვარულში გამოგიტყდნენ. თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, სანამ თაყვანისმცემელს პასუხს გასცემთ საკუთარ გრძნობებში კარგად გაერკვეთ. ასევე, განსაზღვრეთ თქვენი სურვილები, შესაძლოა მომავალი პარტნიორისგან ის ვერ მიიღოთ რაც გსურთ.

კაცი - მომავალ კვირაში სასიამოვნო ახალ ნაცნობებს უნდა ელოდოთ. თუმცა, სამომავლო რომანტიკული ურთიერთობის გამო, შესაძლოა, სხვა ქალაქში წასვლა მოგიწიოთ.

თევზები

მომავალ კვირაში სერიოზული გადაწყვეტილების მისაღებად კონცენტრაცია და ნათელი გონება დაგჭირდებათ, ამისთვის მზად უნდა იყოთ.

ქალი - ღირს გარშემომყოფ მამაკაცებს ყურადღებით დავაკვირდეთ. შესაძლოა, რომელიმე კოლეგა ან მეზობელი დიდი ხანია თქვენზე შეყვარებულია. შესაძლოა, სწორედ მან შეძლოს და ბედნიერი, სიყვარულით, რომანტიკითა და სინაზით სავსე ცხოვრება გაჩუქოთ.

კაცი - ფრთხილად იყავით, ლამაზი ქალის გამო თავი არ დაკარგოთ. ამასთან, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ. დაფიქრდით სიყვარული გამოძრავებთ, თუ ეს უბრალოდ ვნებაა?





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42