
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი გაბუნიას მონოლოგს პასუხობს.
თინათინ ბერძენშვილი ირწმუნება, რომ ჯულიეტა ვაშაყმაძეს ტელევიზიამ საკადრისი პატივი მიაგო:
"ვწუხვარ, რომ მიწევს დაწერა ამ ფორმით, ქალბატონი ჯულიეტას როლი და დამსახურება მართლაც უნიკალური და ისტორიულია, ის ლეგენდა იყო. პირველმა არხმა გარდაცვალების დღიდან მთელი კვირა მას არაერთი რეპორტაჟი, გადაცემა, თუ გახსენება მიუძღვნა. უამრავი თანამშრომელი იყო ყოფილი თუ ახლანდელიც ყვავილებით ან სულაც მათ გარეშე მასთან გამოსამშვიდობებლად. პატივის მიგება ის ვარსკვლავია, რომელიც მას სიცოცხლეშივე მთაწმინდაზე გავუხსენით და მემორიალი, რომელიც ახლაც დგას ტელევიზიის ფოიეში, რომელსაც მისი გარდაცვალების დღესაც ყვავილები ამშვენებდა. თუ ვინმე არის საქართველოს ტელევიზიის და არა მხოლოდ პირველი არხის ნამდვილი ვარსკვლავი, ეს ჯულიეტა ვაშაყმაძეა", - წერს თინათინ ბერძენიშვილი
მასალის გამოყენების პირობები
