რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: "ოფიციალურმა ბერლინმა ლენინგრადის ბლოკადით დაზარალებულებს ინდივიდუალური კომპენსაცია უნდა გადაუხადოს"
მსოფლიო - 17:11, 18 Jan, 2021     1431

ოფიციალური მოსკოვი მოუწოდებს ბერლინს, ინდივიდუალური კომპენსაციები გადაუხადოს იმ გადარჩენილ ადამიანებსა და მათ ოჯახებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტების 900 დღიან ალყაში იმყოფებოდნენ ქალაქ ლენინგრადში.

„ლენინგრადის გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებით, ჩვენ მოვუწოდებთ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, რომ განურჩევლად ეროვნებისა, საბოლოოდ მიიღონ გადაწყვეტილება ბლოკადის დროს დაზარალებულთათვის კომპენსაციების გადახდათან დაკავშირებით. დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი სიმბოლური ნაბიჯი ხელს შეუწყობს ომის შემდეგ გერმანელი და რუსი ხალხის შერიგებას“- განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამის შესახებ წერს TASS-ი.

რუსეთის დიპლომატიურ უწყებაში გაიხსენეს 2019 წელი, როდესაც გერმანიის მთავრობამ ნებაყოფლობით 12 მილიონი ევრო გამოყო პეტერბურგში ომის ვეტერანთა საავადმყოფოს მოდერნიზებისა და რუსულ-გერმანული ისტორიული მეხსიერების მხარდამჭერი ცენტრის შექმნისთვის. აღნიშნული საავადმყოფოს სამედიცინო აპარატურის პირველი პარტიის მიწოდება მოხდა 2020 წლის ზაფხულში. საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ გერმანიის მთავრობა მხოლოდ ებრაელი ეროვნების ხალხს უხდის კომპენსაციებს, რაც არასწორია და გამონაკლისი არ უნდა იყოს დაშვებული, რადგან ბლოკადის მძიმე პერიოდი ლენინგრადში მცხოვრებმა სხვადასხვა ეროვნების მქონე ადამიანებმა ერთობლივად გამოიარეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42