მაშველთა თქმით, ერთი კვირის წინ ჩინეთის ოქროს მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად მიწისქვეშ მოყოლილი 12 მაღაროელი ჯერ კიდევ ცოცხალია. ამ ამბის შესახებ ჩინურ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით BBC წერს. მაშველებმა მაღაროელებისგან მიიღეს შეტყობინება - „ არ შეჩერდეთ , გააგრძელეთ სამუშაოები ჩვენამდე მოსაღწევად“.
ამ დრომდე უცნობია სხვა 10 მაღაროელის ბედი აფეთქების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ 10 იანვარს ჰუშანის სამთო მაღაროში აფეთქება მოხდა, რომლის შემდეგაც საკომუნიკაციო სისტემა დაზიანდა და გამოსასვლელი გზებიც ამოიქოლა. მაშველთა თქმით, მას შემდეგ, რაც მათ თოკი ჩაუშვეს მაღაროში იგრძნეს მოქაჩვა- გადარჩენილები ამგვარად ანიშნებდნენ მათ რომ ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. აღნიშული ფაქტის შემდეგ მაღაროში ამოქოლილებს საჭმელი, წამლები , ქაღალდები და ფანქრები გაუგზავნეს.
მაშველებმა გარკვეული ხნის შემდეგ თოკი ამოწიეს, სადაც მიმაგრებული იყო შეტყობინება ქაღალდზე წარწერით, რომელიც ამცნობდა მათ, რომ 12 ადამიანი ცოცხალი იყო მაღაროს შუა ნაწილში. ჩანაწერის თქმით, 10 ადამიანის ბედი უცნობია ამ დრომდე. მაღაროელებს თოკით აგრეთვე ჩაუგზავნეს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო წამლები, აგრეთვე სამედიცინო ბინტები სხეულის დაზიანებული ნაწილის შესახვევად.
მსგავსი ინციდენტები ძალზე ხშირია ჩინეთში- გასულ წელს, დეკემბრის თვეში 23 მაღაროელი დაიღუპა ქვანახშირის მაღაროში მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად.
მასალის გამოყენების პირობები