"ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილისა და "გირჩისთვის" მთავარი არ არის ვადამდელი არჩევნები. მისივე თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერ ფასად პარლამენტში შესვლა და ეძებენ ყველანაირ გზას.
ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ელისაშვილის ოპოზიციონერობა არსდროს სჯეროდა, რადგან არასდროს ყოფილა გულწრფელი და ხედავდა როგორ ეხმარებოდა "ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებზე.
მისივე შეფასებით, სასაცილო და კომიკურია, როდესაც ოპოზიციას ოპოზიცია სთავაზობს წინადადებას და ელისაშვილის ქცევა მიმართულია იმისკენ, რომ დაიშალოს ოპოზოციური ერთობა. ბურჯანაძის თქმითვე, ელისაშვილი თამაშობს ივანიშვილის თამაშს.
“მე ვერ ვიტყოდი, რომ მათ გარდა არავის არ უნდა შეთანხმება, უბრალოდ მათ გარდა არავის არ უნდა პარლამენტში შესვლა. დანარჩენ ოპოზიციონერებს აინტერესებთ და გვაინტერესებს ვადამდელი არჩევნები. ამ ადამიანებისთვის მთავარი არის არა ვადამდელი არჩევნები, არამედ ნებისმიერ ფასად პარლამენტში შესვლა და შესაბამისად, ეძებენ ყველანაირ გზას, რომ როგორმე გაათეთრონ თავიანთი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ესმით ძალიან კარგად რომ მათი ოპოზიციონერობა საბოლოოდ დამთავრდება იმ დღეს, როდესაც ისინი პარლამენტში შევლენ სხვა ოპოზიციური პარტიების გარეშე. ზოგადად ძალიან სასაცილო და კომიკურია, როდესაც ოპოზიციას ოპოზიცია სთავაზობს წინადადებებს და არა ხელისუფლება. სიმართლე, რომ გითხრათ მე ელისაშვილის ოპოზიციონერობა არც არასოდეს მჯეროდა იმიტომ, რომ არასდროს არ იყო გულწრფელი, ვხედავდი ბევრ რამეს, მათ შორის, იმასაც როგორ ეხმარებოდა მას “ქართული ოცნება” ადგილობრივი თვითმმართველობის წინა არჩევნებზე და მისი ქცევით საბოლოოდ დაადასტურა, რომ ის არ არის რეალური ოპოზიციონერი. მისი ქცევა მიმართულია იმისკენ, რომ დაიშალოს ოპოზიციური ერთობა და ის თამაშობს ბიძინა ივანიშვილის თამაშს”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძე.
ცნობისთვის, “გირჩის” ლიდერები და ალეკო ელისაშვილი მზადოყფნას გამოთქვამენ შეხვდნენ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას და შესთავაზონ წინადადება - შეთავაზება მდგომარეობს იმაში, თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციამ გამოიყენოს ტესტად, როგორც პლებისციტის ანალოგ ღონისძიებად იმისათვის, რათა განვსაზღვროთ, როგორია ქვეყანაში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი.
მასალის გამოყენების პირობები