ჩინეთმა წარმოადგინა ყველაზე სწრაფი მატარებლის პროტოტიპი, რომელიც 620 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს. მატარებელი მუშაობს მაღალი ტემპერატურის სუპერგამტარზე, რომელიც გადაადგილებისას ქმნის ისეთ წარმოდგენას, რომ თითქოს იგი ტივტივებს მაგნიტურ რელსებზე.
21 მეტრიანი მატარებლის ვაგონის პრეზენტაცია მედიისთვის მოხდა ქალაქ ჩენგდუში, სიჩუანის პროვინციაში. კონსტრუქტორებმა სპეციალურად აღნიშნული მატარებლისთვის ააშენეს 165 მეტრიანი ტრასა, რომელსაც ე.წ საჩვენებელი ფუნქცია ჰქონდა. პროფესორი ჰე ჩუანის თქმით, მატარებლის პროტოტიპი ექსპლუატაციაში შევა 3-იდან 10 წლამდე პერიოდში.
ჩინეთში სწრაფმავალი მატარებლებისათვის გათვლილი ყველაზე გრძელი სარკინიგზო ხაზებია, რომელიც გადაჭმიმულია 37 000 კილომეტრზე. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მატარებელი, რომელიც პირველად 2003 წელს შევიდა ექსპლუატაციაში აკავშირებს შანხაის პუდონგის აეროპორტსა და ლონგიანგის გზას შანხაის აღმოსავლეთ მხარეს. მისი სისწრაფე 431 კმ/სთ-ს შეადგენს.
იანვრის დასაწყისში ჩინეთმა აგრეთვე წარმოადგინა ე.წ ტყვიის მატარებელი, რომელიც შექმნილია იმისათვის, რათა გაუძლოს ყინვას- მას 350 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება შეუძლია -40 გრადუსში.
მასალის გამოყენების პირობები