კრიმინალური სუბკულტურა ციხეში - სახალხო დამცველი პენიტენციური დაწესებულებების დირექტორების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს
პოლიტიკა - 14:12, 20 Jan, 2021     693

2021 წლის 13 იანვარს გლდანის ციხის ერთ-ერთი პატიმარი დაემუქრა ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებს და ციხეში ვიზიტის შეწყვეტა მოსთხოვა - ინფორმაცია სახალხო დამცველმა გაავცელა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, გლდანის #8 დაწესებულება არის დახურული ტიპის ციხე და ეს პატიმარი ყოველთვის მაშინ გადაადგილდებოდა ციხის ტერიტორიაზე, როცა მათი წარმომადგენელი ვიზიტს ახორციელებდა.

ომბუდსმენის განცხადებითვე, 2021 წლის 13 იანვარს რუსთავის #17 დაწესებულებაში ომბუდსმენის წარმომადგენლებთან აგრესიულად იქცეოდა პატიმართა კონკრეტული ჯგუფი, რომლებიც ასევე მოითხოვდნენ, რომ სახალხო დამცველს შეეწყვიტა ვიზიტები, იმიტომ რომ ციხეებში ყველაფერი იყო ძალიან კარგად.

"გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს, ვიზიტების დროს, ციხის ადმინისტრაციების მხრიდან მხარდაჭერილი არაფორმალური მმართველების მხრიდან ექმნებათ რეალური საფრთხე, სახალხო დამცველი განიხილავს პრევენციული მონიტორინგის ვიზიტების განხორციელებას მხოლოდ დამატებითი უსაფრთხოების ზომების პირობებში. ეს, ბუნებრივია, დააბრკოლებს პატიმართა უფლებების ეფექტიანად დაცვას". - ამბობს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი კრიმინალურ სუბკულტურაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც საპატიმროებს მართავს. ნინო ლომჯარია საქართველოს მთავრობას მიმართავს, მიიღოს მყისიერი ზომები კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელის შესაცვლელად.

"ციხეებში არსებული კრიმინალური სუბკულტურის გავლენაა ისიც, რომ მაშინ, როცა პატიმრების დაახლოებით ნახევარი სასჯელს იხდის ნახევრად ღია დაწესებულებებში, წლიდან წლამდე მცირდება ამ დაწესებულებებიდან სახალხო დამცვეკლთან შემოსული მიმართვები და განცხადებები. 2020 წელს პატიმრებიდან შემოსული 1384 განცხადებიდან მხოლოდ 57 იყო შემოსული ამ 3 ციხის პატიმრების მიერ გამოგზავნილი წერილი. კრიმინალური სუბკულტურის გამო პატიმრების პრობლემები ჩვენამდე არ მოდის და არ ხმაურდება, დღეს კი ფიზიკურად გვიშლიან ხელს იმაში, რომ პროაქტიურად მივიდეთ ადგილზე". - ამბობს სახალხო დამცველი.

ლომჯარია ასევე მიმართავს იუსტიციის მინისტრის - დაუყოვლებლივ დააყენოს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის და შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებების დირექტორების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

ომბუდსმენი ასევე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს - საპარლამენტო ზედამხედველობის გამოყენებით მოახდინოს ნახევრად ღია დაწესებულებების მართვის უკანონო მოდელის შესწავლა, რათა ყველა პატიმარს ჰქონდეს მათ პრობლემებზე მიმართვის შესაძლებლობა.

საქართველოს პროკურატურას - დაიწყოს გამოძება საქართველოს სახალხო დამცველის მუშაობის ხელის შეშლისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით.

ომბუდსმენის თქმით, ის ასევე მიაწვდის ინფორმაციას ყველა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციას, რომელიც ფინანსურად ეხმარება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42