"სხვისი დავალებით" - ჩვენთვის ეს არის მხოლოდ ორი წერილობითი სიტყვა"- დაკავებული კარტოგრაფების ადვოკატები
სამართალი - 16:03, 20 Jan, 2021     443
ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ადვოკატების განცხადებით, არ იციან, რაზე საუბრობს პროკურატურა, როდესაც ამბობს, რომ აქვს ახალი აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რითიც წარდგენილი "ბრალდება კიდევ უფრო მყარდება და მოტივიც დგინდება".


"დღეს ბრალის დაზუსტების შემდეგ ბრალდებაში ჩაემატა 2 სიტყვა: სხვისი დავალებით. თითქოს სხვისი დავალებით ხორციელდებოდა მთელი ის მოქმედებები, რასაც ედავებოდნენ აქამდე. ვისი დავალებით, რა მტკიცებულებებია და ა.შ. - ჩვენთვის ამ ეტაპზე ეს არის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადება და ასევე ის ორი წერილობითი სიტყვა, რომელიც ბრალდებაში არის ჩაწერილი. ამ ეტაპისთვის ჩვენ სხვა მტკიცებულებები არ გვაქვს.

ჩვენთვის არც აქამდე იყო რაიმე მტკიცებულებები საქმეში და დარწმუნებული ვართ არც ახლა არ იქნება რაიმე ისეთი, რაც ერთის მხრივ ბრალდებას დაადასტურებს და მეორეს მხრივ რაიმე ფორმით ვინმესთან კავშირს დაადასტურებს ამ ადამიანების," - განაცხადა ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა.

ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა გიორგი მახარაძემ კი თქვა, რომ ბრალის დაზუსტება არაფერს არც ამყარებს, არც არაფერს უშვებს.

"განსაკუთრებული ახალ ბრალში ბრჭყალებში არაფერი არ არის. არის სტილისტურად ოდნავ შეცვლილი, თუმცა შინაარსი იგივეა, გარდა იმისა, რომ ჩაამატეს "დავალების მიღების". არაფერს არც ამყარებს, არც არაფერს უშვებს ეს ჩანაწერი ბრალში. მთლიანად, როგორი ცუდი საქმეც იყო აქამდე, ისეთივე ცუდი საქმე იქნება მომავალშიც," - განაცხადა ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
შარლ მიშელის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის წუხილი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით - ჰარცელი
ხელისუფლების ძალოვანი უწყებები რღვევას განიცდიან - სუს-ის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ნიკა მელიას საქმეში არ ერევა - "ვერ ჩავერევი კანონის აღსრულებაში. გადაიხადონ გირაო მანამ, სანამ განაჩენი დადგება"
"დიალოგი ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან"- ირაკლი ღარიბაშვილის ახალი პირობა
ვინ ითბობს ხელებს ხალხის სიცოცხლის ხარჯზე - ჯანდაცვის სამინისტრო კორუფციულ ფაქტებზე ალაპარაკდა
ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, დესტრუქციული ოპოზიცია - მიშელის წასვლის შემდეგ, ღარიბაშვილი ჩვეულ რიტორიკას დაუბრუნდა
ზარქუას აღიარება - პროკურატურა იმითაა დაკავებული, რა მოიგონოს კიდევ, რომ მელია გამოუშვას
"შავ ძაღლს ფეხი სტკივა და ვერ ჯდება..." - უანგარო მეგობრობის ამსახველი დღის ფოტო
"ოცნება" უკან არ იხევს - "ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებზე არის უცვლელი, ეს არის წითელი ხაზი, საკითხი, რომელიც არ განიხილება"
ყველამ ვიცით, რომ არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" მოიგო - ფრიდონ ინჯია
დიალოგს ალტერნატივა არ აქვს... კარგი იქნებოდა, ეს ყველაფერი ჩვენი პარტნიორების ჩართულობის გარეშე რომ შეგვეძლოს - კალაძე
საშვილიშვილო ამბავია - ელისაშვილი საარჩერვნო რეფორმით კმაყოფილია
გვერდში დგომა, სრული მხარდაჭერა აღვუთქვი ეკლესიას - პრემიერი
ნინი ბადურაშვილი დასთან ერთად დუბაიში მდიდრულად ისვენებს - ზღაპრული მოგზაურობის ფოტოები
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42