
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება გელათის რესტავრაციასთან დაკავშირებით.
წერეთლის თქმით, გელათის თემა არის საზოგადოებისათვის მტკივნეული საკითხი, ხოლო ამ თემის ამ ვითარებამდე მიყვანა გამოიწვია ხელისუფლების უპასუხისმგებლობამ, არაკომპეტენტურობამ და კორუფციამ.
წერეთელმა აღნიშნა, რომ წულუკიანის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ 10 წლის წინ შედგა კომისია, აბსოლიტურად არასერიოზულია.
„გელათის თემა ჩვენი საზოგადოებისათვის არის ძალიან მტკინვეული საკითხი, ეს არის უპასუხისმგებლობის, არაკომპეტენტურობის და არ ვიცი იმის იქითი კიდევ რა არის, კორუფციის თუ სხვა, ამ ყველაფრის ნაზავი.
აბსოლიტურად არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ რაღაც კომისია შედგა თურმე 2011 წელს, 10 წლის წინ, ეს 10 წელი რას აკეთებდნენ? ბუზებს ითვლიდნენ თუ რა იყო მათი პასუხისმგებლობა, რაში გამოიხატებოდა სახელმწიფოს როლი, სახელმწიფოს კონტროლი, კომპანიების ცვლა?
ამ ტიპის უპასუხისმგებლო მართვამ და მენეჯმენტმა მიგვიყვანა დღევანდელ დღემდე და აბსოლიტურად არასერიოზულია მუდმივად 10 წლის წინანდელ გადაწყვეტილებებზე საუბარი.“ - განაცხადა წერეთელმა.
მასალის გამოყენების პირობები
