
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიენტი და მისი დასახელებული გუნდი კარგად იცნობს საქართველოს პრობლმებს და ყოველთვის იყო იმ სირთულეების შემსუბუქებაში, რასაც რუსეთიდან მომავალი აგრესია ჰქვია.
წერეთელმა აღნიშნა, რომ მნიშნელოვანი იქნება თუ რას გააკეთებს და რას დაანახებს საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს, თუ რამდენად ერგულია ის დემოკრატიული პრინციპების მიმართ.
„თავად ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი და ის გუნდი, რომელიც მან დაასახელა, განსაკუთრებით საგარეო მიმართულებით, კარგად იცნობს საქართველოს პრობლემებს, ის ყოველთვის იყო ჩართული იმ სირთულეების შემსუბუქებაში საქართველოსვის, რაც რუსეთთან ურთიერთობას და მათ აგრესიას ჰქვია და გარდა ამისა, რათქმაუნდა, მთავარი აქ იქნება, თვითონ საქართველო რას მოახერხებს, რას გააკეთებს და რას დაანახებს აშშ-ს, რამდენად ერთგულია იმ პრინციპების და ღირებულებების, რის გამოც ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და ეს პირველ რიგში იქნება დემოკრატიის განვითარება საქართველოში.“ - განაცხადა წერეთელმა.
მასალის გამოყენების პირობები
