უფლებადამცვალების თქმით, თუკი ის, ბრალდებამდეა ჩაწერილი, ეს კონსტიტუციურ დარღვევა იქნება.
არსებული ინფორმაციით, დღეს გადასაცემ ფარულ ჩანაწერებში, სავარაუდოდ, წინა ხელისუფლების რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირია დასახელებული.
"მე არ მგონია, რომ საქმეში რაიმე ისეთი იქნება, რაც ძირეულად შეცვლის მას. შესაძლოა, იყოს დასახელებული რამდენიმე ზემდგომი პირი, ყოველ შემთხვევაში, მაქვს მოლოდინი, რომ ეს ფრაზა, "ბრალის დაზუსტება", უფრო მეტად იქნება დაკონკრეტებული", - აცხადებს ნესტან ლონდარიძე, ნატალია ილიჩოვას ადვოკატი.
შეგახსენებთ, კარტოგრაფები ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე დააკავეს და ბრალად დასდეს სადელიმიტაციო კომისიაში მუშაობის დროს ქვეყნის საზიანოდ მოქმედება. კარტოგრაფები ბრალს არ აღიარებენ, საზოგადოების ნაწილი და ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ კარტოგრაფები პოლიტპატიმრები არიან, ხოლო მთი დაკავების მიზანი წინა ხელისუფლების კვალზე გასვლა იყო. რუსთავისა და გლდანის ციხესთან სამოქალაქო აქტივისტები პერიოდულად მართავენ დაკავებულთა მხარდამჭერ აქციებს.
მასალის გამოყენების პირობები