Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი $100 მილიონ დოლარს სთავაზობს მას ვინც, ნახშირორჟანგისგან გამასუფთავებელ საუკეთესო ტექნოლოგიას შესთავაზებს. მსოფლიოში უმდიდრესმა ადამიანმა ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა.
ნახშირბადის მიღება და მისი შენახვა წარმოადგენს მცდელობას მოხდეს ნახშიორჟანგის ნარჩენების გამოყოფა და ჰაერის გაწმენდა, რაც დაეხმარება გავლენის მოხდენაში კლიმატის ცვლილების პროცესებზე.
გადამამუშავებელ ქარხნებში გამოყოფილი ნახშირბადი მოიპოვება მისი გამომუშავებელი წყაროდან, რომელსაც შემდგომ ინახავენ და იყენებენ მავნე ბიოპროდუქტების გასაწმენდად
მას შემდეგ, რაც მასკმა ზემოხსენებულის შესახებ ტვიტერზე დაწერა, უპასუხეს, რომ საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა მეტი ხის დარგვა. პრიზს გასცემს XPrize foundation-ი, რომელიც ხშირად მასპინძლობს საზოგადოებრივ კონკურსებს, რათა ტექნოლოგიური განვითარება წაახალისოს.
მასალის გამოყენების პირობები