საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თებერვლიდან ქვეყნის გარკვეულ ნაწილში შეზღუდვები შემსუბუქდება.
ვიცე-პრემიერ, მაია ცქიტიშვილის თქმით, რამდენიმე ქალაქში აღდგება ტრანსპორტი და სწავლა სკოლებში, თუმცა დიდ ქალაქებში, მათ შორის, თბილისში ტრანსპორტი და სკოლები მარტამდე არ აღდგება.
უფრო კონკრეტულად:
ყველა ქალაქში, ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან;
თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა;
თებერვლიდან კომენდანტის საათი არ მოიხსნება. გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა მარტიდან იგეგმება;
ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას, არ იფუნქციონირებს საზ. ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები. ისინი იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში;
თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი მარტამდე არ აღდგება, აქვე ამ ქალაქებში თებერვლიდან, განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები;
აჭარაში, პირველი თებერვლიდან დაუშვებენ კვების ობიექტებში, გარე სივრცეებში სტუმრების მიღებას; თუმცა აკრძალული რჩება ქორწილები და ნებისმიერი დიდი წვეულების გამართვა;
სავარაუდოდ 1-ლი მარტიდან განაახლებენ მუშაობას საბავშვო ბაღები, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები.
არ იხსნება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები; შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა;
აგრარული ბაზრები, სურსათის და ცხოველების საკვების მაღაზიები, აფთიაქები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, შესაბამისი წესების დაცვით.
მასალის გამოყენების პირობები