ამოქმედდა ნამახვანჰესის პროექტის ახალი ვებგვერდი
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:33, 22 Jan, 2021     585

ნამახვამის ჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელმა კომპანია „ენკამ“ (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş.) ახალი ვებ-გვერდი - www.namakhvani.com აამოქმედა.

პროექტის შესახებ ძირითად ინფორმაციასთან ერთად, ვებ-გვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზე განთავსდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში, უცხოელი და ქართველი სპეციალისტების კვლევები, რომელთა საფუძველზეც მომზადდა გზშ ანგარიში და შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია.

„ნამახვანჰესი ამ დღეისთვის საქართველოში ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტია და შესაბამისად, საზოგადოების ინტერესიც მაღალია. ჩვენი პრიორიტეტია, ვიმუშავოთ მაქსიმალური გამჭვირვალეობის პრინციპებზე დაყრდნობით. ახალი ვებ-გვერდი ამაში დაგვეხმარება“, - აღნიშნა გენერალურმა მენეჯერმა ზეკი ქოჯაოღლუმ.

ნამახვანის ჰესების კასკადი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია, რომლის დანიშნულება ქვეყნის იმპორტდამოკიდებულების შემცირება და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებაა. ის 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
უკონტროლო კრიმინალი - თამარაშვილის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს
"ჩვენი პოზიცია იყო ძალიან მკაფიო, რომ ნიკა მელია უნდა იყოს ამ მაგიდის ირგვლივ" - აკო მინაშვილი
თუ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს - ჯაფარიძე
დიალოგის პროცესში ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებით ვხელმძღვანელობთ - სალომე სამადაშვილი
ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრები - შარლ მიშელის 6 პუნქტი , რომელიც უნდა მოგვარდეს
"იმედი მაქვს, ოპოზიცია კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობას გააგრძელებს" - ღარიბაშვილის პირველი კომენტარი შეხვედრის დასრულების შემდეგ
დიალოგმა სხვა დონეზე აიწია, შეგვიძლია ფრთხილი ოპტიმიზმი გვქონდეს - გიორგი ვაშაძე
მოლაპარაკება დასრულებულია - შარლ მიშელი 2 კვირიან ვადას ასახელებს
პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო - ხაზარაძე "ოცნებასთან" შეხვედრის შემდეგ
"იმედიანი გაზაფხული დგება" - ნათელაშვილის პირველი კომენტარი "ოცნებასთან" შეხვედრის შემდეგ
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა
იმედია შეხვედრა შედეგს მოიტანს, მთავარია, დიალოგი არ იყოს 1 დღის შოუ - ავსტრევიჩუსი შარლ მიშელის ვიზიტზე
Valentino-ს შავ–თეთრი შემოდგომა – ულამაზესი კოლექცია (ფოტოები)
პოლიტიკური მოლაპარაკებების პარალელურად "ოცნება" მობილიზაციას იწყებს - გდდ-ს ბაზაზე სპეცრაზმელები დაიბარეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42