თუ 48 საათში შეზღუდვები არ მოიხსნება, აქციის მონაწილეები სახელმწიფო შენობების პიკეტირებას მოახდენენ
პოლიტიკა - 16:00, 24 Jan, 2021     4994

იმ შემთხვევაში, თუ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ორი დღის განმავლობაში არ მოიხსნება, საზოგადოება სახელმწიფო შენობების პიკეტირებას მოახდენს - ეს წინადადება მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე გაჟღერდა, სადაც გახანგრძლივებული რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, შეჩერებული ბიზნესის წარომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ.

"ივნისისთვის რომ სათხილამურო საბაგიროები გაგვეხსნა, მთლად უკეთესი იქნებოდა, ამას რა ჯობია. სერიოზულად კი - როცა სხვა ქვეყნებს ვედრებით და ვამბობთ, რომ ინგლისში დაკეტილია - ინგლისში მოქალაქეებს ხელფასის 80% მაინც ერიცხებათ. არც ერთი ადამიანი იქნებოდა აქციაზე, ხელფასის 80% ანგარიშზე რომ ერიცხებოდეთ. ამიტომ არ შეიძლება ჩვენი ქვეყნის და განვითარებული ქვეყნების შედარება ამ კუთხით" - განაცხადა რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელმა შალვა ალავერდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოება 1-ელი თებერვლიდან დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოლოდინში იყო, თუმცა, 22 იანვარს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შედეგ მთავრობამ გააჟღერა ინფორმაცია, რომ რეგულაციების უმეტესობა 1-ელი თებერვლის ნაცვლად 1-ელ მარტს მოიხსნება.

ამ გადაწყვეტილებას დღეს საქართველოს სხვადასხვა ლოკაციაზე მოქალაქეები საპროტესტო აქციით ხვდებიან.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"დიალოგი ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან"- ირაკლი ღარიბაშვილის ახალი პირობა
ვინ ითბობს ხელებს ხალხის სიცოცხლის ხარჯზე - ჯანდაცვის სამინისტრო კორუფციულ ფაქტებზე ალაპარაკდა
ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, დესტრუქციული ოპოზიცია - მიშელის წასვლის შემდეგ, ღარიბაშვილი ჩვეულ რიტორიკას დაუბრუნდა
ზარქუას აღიარება - პროკურატურა იმითაა დაკავებული, რა მოიგონოს კიდევ, რომ მელია გამოუშვას
"შავ ძაღლს ფეხი სტკივა და ვერ ჯდება..." - უანგარო მეგობრობის ამსახველი დღის ფოტო
"ოცნება" უკან არ იხევს - "ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებზე არის უცვლელი, ეს არის წითელი ხაზი, საკითხი, რომელიც არ განიხილება"
ყველამ ვიცით, რომ არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" მოიგო - ფრიდონ ინჯია
დიალოგს ალტერნატივა არ აქვს... კარგი იქნებოდა, ეს ყველაფერი ჩვენი პარტნიორების ჩართულობის გარეშე რომ შეგვეძლოს - კალაძე
საშვილიშვილო ამბავია - ელისაშვილი საარჩერვნო რეფორმით კმაყოფილია
გვერდში დგომა, სრული მხარდაჭერა აღვუთქვი ეკლესიას - პრემიერი
ნინი ბადურაშვილი დასთან ერთად დუბაიში მდიდრულად ისვენებს - ზღაპრული მოგზაურობის ფოტოები
მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ "თავში არ უნდა აგვივარდეს" - გამყრელიძე მოსახლეობას აფრთხილებს
Covax პლატფორმაზე 575 000 დოლარი დღეს გადაირიცხა, ვაქცინების პირველი პარტია ამ თვეში შემოვა - გამყრელიძე
6 პუნქტი მოლაპარაკების მაგიდასთან - ოპოზიცია მოთხოვნებს არ ცვლის, "ოცნება" ჩიხშია
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42