საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დმანისში შვეიცარიული აგროსკოლა გაიხსნება
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:54, 25 Jan, 2021     423

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით არაერთ პროექტს უჭერს მხარს. მათ შორისაა შვეიცარიული სტანდარტების მიხედვით შექმნილი აგროსკოლაც. პროექტის მთავარ მიზანს მეცხოველეობის, რძისა და ყველის წარმოების მიმართულებით ახალგაზრდა ფერმერების გადამზადება და აგრომიმართულების განვითარება წარმოადგენს. ბანკის მიერ მოზიდული 1,275,000 ლარის მოცულობის ინვესტიციით კომპანიამ შეძლო საქონლის ფერმის აშენება და ყველის საწარმოსთვის საჭირო დანადგარების შეძენა. დმანისის სოფელ სარკინეთში აგროსკოლის გახსნა 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

სწავლება პარტნიორი შვეიცარიული აგროსკოლის, „პლანტჰოპის“ პროგრამით განხორციელდება. სასწავლო პროცესში წელიწადში 10-15 სტუდენტი ჩაერთვება, მათ ფინანსურ მხარდაჭერას უცხოური კომპანიები გაუწევენ. სამომავლოდ, კომპანია ყოველწლიურად 35 სტუდენტის მომზადებას გეგმავს. ამასთან, უახლოეს მომავალში იგეგმება კომპანიებისათვის კონსულტაციის სერვისის, ხოლო ფერმერებისთვის მოკლევადიანი კურსების შეთავაზებაც.

„საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს აგროსექტორის ხელშეწყობას. მოხარული ვართ, რომ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მალე დმანისში ახალი აგროსკოლა გაიხსნება. შვეიცარიულ სტანდარტებზე დაყრდნობით შექმნილი სასწავლებელი ახალგაზრდა ფერმერებს შემდეგი მიმართულებით მოამზადებს: მეცხოველეობა, რძის და ყველის დამუშავება/წარმოება. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, როგორც აგრომეურნეობის განვითარების, ასევე დასაქმების თვალსაზრისით. სკოლას უკვე დასახული აქვს ძალიან საინტერესო სამომავლო გეგმები, საკონსულტაციო მომსახურების თუ მოკლევადიანი კურსების ჭრილში. გვინდა, წარმატება ვუსურვოთ მათ საქმიანობაში. გვჯერა, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აგროსექტორში განათლების ხელმისაწვდომობასა და ხარისხის ზრდაში“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
25 თებერვალი 1921 წელი - გახსოვდეს შენი ისტორია! საიდუმლო მიმოწერა, რომელიც წინ უძღოდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიას
მამა შალვა კეკელია: "ძირითადი ძალადობა ოჯახში არის დედამთილსა და რძალს შორის, ბევრი ოჯახი ინგრევა ამის გამო..."
ბიძინა კულუმბეგოვი შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით სპეციალურ პოსტს ავრცელებს
კრამერი: სანქციების სიაში პირველები ივანიშვილი, პრემიერი, შს მინისტრი უნდა იყვნენ
"ოცნების" რღვევა გრძელდება - მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გადადგა
დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, ეს ფაქტობრივად “სახის ახევაა” "ქართული ოცნებისთვის“ და დასავლეთისთვისაც - ხათუნა ლაგაზიძე
შემაშფოთებელი სვლა სახელმწიფოს მიტაცებისკენ - TI-ს სათაო ოფისის უმწვავესი გზავნილი
პარლამენტთან კარავი ზუგდიდელებმაც გაშალეს - პროტესტი რეგიონებიდან დედაქალაქში ინაცვლებს
ანზორ მელია: სანდროს რა ვუთხრა, დღეებს ითვლის, 6 დღეა, ნიკა სახლში არ ყოფილაო
ბიძინა ივანიშვილის პიროვნება ყოველთვის გაუმჭვირვალე იყო და ახლა უკვე აშკარაა - მარიელუიზე ბეკი
"საბანკო კრედიტი მაქვს...სხვა გამოსავალი არ მქონდა და დავთანხმდი“-ლოლა წერეთელი სამუშაოდ მოსკოვში გაემგზავრა
PACE-ს თანამომხსენებლები: მელიას დაპატიმრებამ პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა
ვისაუბრეთ სამომავლო სამართლებრივ სტრატეგიაზე - ნიკა მელიას ადვოკატმა საპატიმრო დატოვა
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42