შიდაკლანური დაპირისპირება მთავრობაში: გახარიამ სურვილის მიუხედავად ვერ მოხსნა, თურნავა, ტიკარაძე, მაჭავარიანი - რა ელის გახარიას?
პოლიტიკა - 17:43, 25 Jan, 2021     6328
რა ხდება ქართულ ოცნებაში ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ და რა ბედი ელის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

ჟურნალისტი ელისო კილაძე ამბობს, რომ გახარია ივანიშვილის პირობებში დამოუკიდებელი არ იყო. "ქრონიკა პლუსის" რედაქტორის ინფორმაციით, გახარიამ, საკუთარი სურვილის მიუხედავად, ვერ გადააყენა ეკონომიკის, ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრები. ამ ყველაფრის მიზეზი კი, კილაძის თქმით გავლენიანი მფარველებია:

"აქამდე ის ვერ იყო დამოუკიდებელი, საკადრო ცვლილებებს ვერ ახორციელებდა, მან ვერ მოხსნა ეკონომიკის მინისტრი ნათელა თურნავა, რომლის მოხსნაც უნდოდა ნამდვილად. ბევრი მიზეზის გამო, იმიტომ რომ თურნავას პრემიერი ჩხარტიშვილია და არა გიორგი გახარია და ყველა მისი გადაწყვეტილება გახარიას ნაცვლად ვანო ჩხარტიშვილთან თანხმდება. ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც არის ძალიან წარუმატებელი და ივანე მაჭავარიანი, მაგალითად, ქობულიას მემკვიდრე, რომელსაც ბოთლი ესროლა პრემიერმა და ვერ მოხსნა ის თანამდებობიდან, იმიტომ რომ მასაც ყავს გავლენიანი მფარველები, უჩა მამაცაშვილი და ვანო ჩხარტიშვილი, ეკონომიკურ გავლენებს ვერ მართავს გახარია და ნულოვანი გავლენა აქვს, თუ გახარია საკადრო ცვლილებებს მოახერხებს, მაშინ იქნება ის დამოუკიდებელი" , – აცხადებს "მთავარ არხთან" კილაძე.

ელისო კილაძე ე.წ. კობახიძის გუნდსა და შს მინისტრ, ვახტანგ გომელაურს შორის არსებულ დაპირისპირებაზეც საუბრობს.

"მე ვციტირებ მას, კობახიძემ საკუთარ გუნდის წევრებთან თქვა, რომ "ემვედე" უნდა დავითრიოთ, და ეს "ემვედეს დათრევა" ნიშნავდა გომელაურის წინააღმდეგ წასვლას, ისინი გომელაურის წინააღმდეგ ამ პოსტზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურას ლობირებდნენ, მაგრამ პასუხად მიიღო ის, რომ გომელაური მინისტრთა კაბინეტის წევრი გახდა" – ამბობს ელიკო კილაძე "დღის სტუმარში" საუბრისას.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42