წინასაახალწლოდ კახა კალაძემ 5 მილიონზე მეტი ლარის დანამატი გასცა - ფორმულა
პოლიტიკა - 21:54, 25 Jan, 2021     640

ფორმულას ინფორმაციით, წინასაახალწლოდ თბილისის მერმა კახა კალაძემ 5 მილიონზე მეტი ლარის დანამატი გასცა. თბილისის მერიამ სახელფასო დანამატი 30 დეკემბერს დაარიგა.

მაგალითად, თბილისის საბავშვო ბაღები - 4, 600 000; მუნიციპალური სამსახურები - 329 746; თბილისის რაიონული გამგეობები - 276 832; თბილისის საკრებულო - 116 476; სერვისების განვითარების სააგენტო -100 950; თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია - 88 615 ლარი; მუზეუმების გაერთიანება და ბიბლიოეთეკები - 72 564; თბილისის განვითარების ფონდი - 53 460; ბოტანიკური ბაღი - 42 900.

დანამატები მიიღეს გამგეობის, საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების, თბილისის განვითარების ფონდისა და სხვა დეპარტამენტების თანამშრომლებმა. საუბარია 32 სამახურზე.

ვაკის გამგებლის მტკიცებით, საახალწლოდ თანამშრომლებს არა სახელფასო დანამატი, არამედ ზეგანაკვეთური სამუშაო საათები გადაუხადეს. თუმცა, საწინააღმდეგოს ამბობენ დოკუმენტები. ჯამში მხოლოდ ამ გამგეობაში დანამატის სახით 30 ათას ლარამდეა გაცემული.

თბილისის მერის 24-25 დეკემბრის ბრძანებების მიხედვით, თბილისის 10-ვე გამგეობის თანამშრომლებისთვის საახალწლოდ ფულადი ჯილდო უნდა გაცემულიყო. ამ შინაარსის ბრძანებებს კალაძემ ხელი მოაწერა, თუმცა, სანამ აღსრულდებოდა, იქამდე გააუქმა და დაარედაქტირა. მერის 30 დეკემბრის ბრძანების მიხდვით ყველა ფინანსური ჯილდოს გაცემა შეწყდა. თუმცა, ამავე დღეს, 30 დეკემბერსვე, კახი კალაძემ ხელი ახალ ბრძანებებს მოაწერა, ამჯერად ფინანსური ჯილდო, შეიცვალა სიტყვით სახელფასო დანამატი.

ევროპული საქართველოს წევრის ირაკლი აბესაძის შეფასებით, თბილისის მერს არ გააჩნია სოლიდარობის განცდა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პანდემიის პირობებში შემოსავლის გარეშე დარჩნენ. მისივე თქმით, კალაძე დანამატების ჩარიცხვით საკუთარი პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებას ცდილობს.

"ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არანაირი სოლიდარობა არ გაგაჩნია იმ ადამიანების, რომლებიც დღეს ულუკმაპუროდ დარჩნენ. საერთოდ არ გაგაჩნია ხედვა, როგორ შეიძლება ქვეყნის ამ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა.

უბრალოდ დაკავებული ხარ საკუთარი თანამშრომლების გულის მოგების, მოსყიდვის მცდელობით, იმ უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც აღმოჩნდა ქართული ოცნება, როდესაც ისინი ივანიშვილმა ქვეყანასთან ერთად მიატოვა. კალაძეს როგორც ჩანს შიგნიდან უწევს საკუთარი პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება", - განაცხადა აბესაძემ.

წყარო: ფორმულა





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
25 თებერვალი 1921 წელი - გახსოვდეს შენი ისტორია! საიდუმლო მიმოწერა, რომელიც წინ უძღოდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიას
მამა შალვა კეკელია: "ძირითადი ძალადობა ოჯახში არის დედამთილსა და რძალს შორის, ბევრი ოჯახი ინგრევა ამის გამო..."
ბიძინა კულუმბეგოვი შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით სპეციალურ პოსტს ავრცელებს
კრამერი: სანქციების სიაში პირველები ივანიშვილი, პრემიერი, შს მინისტრი უნდა იყვნენ
"ოცნების" რღვევა გრძელდება - მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გადადგა
დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, ეს ფაქტობრივად “სახის ახევაა” "ქართული ოცნებისთვის“ და დასავლეთისთვისაც - ხათუნა ლაგაზიძე
შემაშფოთებელი სვლა სახელმწიფოს მიტაცებისკენ - TI-ს სათაო ოფისის უმწვავესი გზავნილი
პარლამენტთან კარავი ზუგდიდელებმაც გაშალეს - პროტესტი რეგიონებიდან დედაქალაქში ინაცვლებს
ანზორ მელია: სანდროს რა ვუთხრა, დღეებს ითვლის, 6 დღეა, ნიკა სახლში არ ყოფილაო
ბიძინა ივანიშვილის პიროვნება ყოველთვის გაუმჭვირვალე იყო და ახლა უკვე აშკარაა - მარიელუიზე ბეკი
"საბანკო კრედიტი მაქვს...სხვა გამოსავალი არ მქონდა და დავთანხმდი“-ლოლა წერეთელი სამუშაოდ მოსკოვში გაემგზავრა
PACE-ს თანამომხსენებლები: მელიას დაპატიმრებამ პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა
ვისაუბრეთ სამომავლო სამართლებრივ სტრატეგიაზე - ნიკა მელიას ადვოკატმა საპატიმრო დატოვა
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42