
ჯო ბაიდენმა იმისათვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამხდარიყო, ნამდვილად გრძელი გზა გაიარა. გამომდინარე იქინდან, რომ ბაიდენმა იზეიმა თავისი ინაუგურაცია კამალა ჰარისთან ერთად, რომელიც ასევე შევიდა ისტორიაში, როგორც პირველი ფერადკანიანი ამერიკელი ქალი სამხრეთ აზიიდან, რომელიც აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტი გახდა, გადავავლოთ თვალი 78 წლის ბაიდენის მიღწევებსა და წარუმატებლობებს, რომელიც მან თავისი ცხოვრების მანძილზე გამოიარა.
მისი პირადი ცხოვრება დიდ ტრაგედიას მოიცავს – მას გარდაცვლილი ჰყავს პირველი ცოლი და ორი შვილი.
ბაიდენი სკრენტონში, პენსილვანიის შტატში დაიბადა და ოთხ დედმამიშვილს შორის უფროსია. მას ბავშვობა საკმაოდ გაურთულა ერთმა საკითხმა, ბაიდენს საუბრისას ენა ებმოდა. მას არა ერთხელ გაუკეთებია აღნიშნულზე კომენტარი, თუ როგორ დასცინოდნენ ბავშვობაში ამის გამო და როგორ აფერხებდა ეს საკითხი წინსვლისას.
„მე ვფიქრობ, რომ არაფერი ისე არ მილახავდა თავმოყვარეობას, როგორ დაწყებით კლასებში ენის დაბმა იყო“, – განაცხადა მან 2008 წელს.
აშშ–ის 46–ე პრეზიდენტმა ერთ–ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მან ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალა არ დაიშურა და დედაც დაეხმარა. ის სარკის წინ საათობით კითხულობდა ლექსებს. CNN–თან ინტერვიუსას 2020 წლის თებერვალში მან განაცხადა – „ახლაც, როცა ძალიან დაღლილი ვარ, თავს ვამჩნევ რომ ენა მებმის ხოლმე“.
საბოლოოდ კი გამოჩნდა, რომ ბაიდენმა თავის პრობლემას არ მისცა უფლება მასზე ზეგავლენა მოეხდინა. 1965 წელს მან ბაკალავრის ხარისხი მიიღო დელავერის შტატის ჰუმანიტარულ მეცნიერებათ უნივერსიტეტში, ორი განხრით – ისტორიისა და პოლიტოლოგიის სფერო და ინგლისური ენა.
მაშინ, როცა ის იურიდიულ კოლეჯში სწავლობდა, რათა იურისტის დიპლომი აეღო, ის პირველ ცოლზე – ნაილი ჰანტერზე დაქორწინდა. ის მას პირველად ბაჰამას კუნძულებზე შეხვდა, შემოდგომის არდადეგების გატარებისას. მათ სამი შვილი შეეძინათ – ვაჟები ბო და ჰანტერი და ქალიშვილი ნაომი.
1972 წელს ბაიდენმა წარმოუდგენელი ტრაგედია გადაიტანა, როცა აშშ–ის სენატში არჩევნების მოგებიდან ერთ თვეში ავტოსაგზაო შემთხვევისას ქალიშვილი და მეუღლე გარდაეცვალა. ტრაქტორი მათ ავტომობილს დაეჯახა, როცა ისინი საშობაო საჩუქრების შესარჩევად იმყოფებოდნენ სახლიდან სულ რაღაც ერთი მილის მოშორებით. 4 წლის ბო და 2 წლის ჰანტერიც ავტომობილში იმყოფებოდნენ, მაგრამ გადარჩნენ, თუმცა, სერიოზული დაზიანებები მიიღეს.
ჰანტერმა 2015 წელს მომხარი ტრაგედია გაიხსენა, მოგვიანებით კი ისიც თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა.
„პირველი მოგონება, რაც შემომრჩა არის თუ როგორ ვწევარ საავადმყოფოს საწოლზე ჩემი ძმის გვერდით, თითქმის სამი წლის ვიყავი, მახსოვს ჩემს ძმას როგორ ეკიდა ხელი ჩემს ხელზე, ის სულ რაღაც ერთი წლით უფროსია ჩემზე. მიყურებდა თვალებში და მეუბნებოდა: „მე შენ მიყვარხარ, მე შენ მიყვარხარ, მე შენ მიყვარხარ...“ იმეორებდა განუწყვეტლივ ამ სიტყვებს“.
ბაიდენმა ერთ–ერთ ინტერვიუში თქვა, რომ თითქოს მის 29 წლის ცოლს ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა და ასეთი რამ გაიხსენა: „ერთ ღამეს ნაილიმ მკითხა: „რა იქნება ჯოუი? ყველაფერი ძალიან კარგად მიდის“.
ბაიდენის თქმით, ნაილისა და ნაომის გარდაცვალების შემდეგ, მან თვითმკვლელობაზეც იფიქრა, მაგრამ ამის გაკეთების უფლებას მცირეწლოვან ვაჟებზე ფიქრი არ აძლევდა.
„პირველი რამდენიმე დღე ბურუსითმოცული იყო, როგორც სიზმარში ისე ვგრძნობდი თავს. მივხვდი თუ როგორ შეუძლია სასოწარკვეთილებას ძალაუფლება აიღოს შენზე, რომ თვითმკვლელობა უბრალოდ ვარიანტი კი არა რაციონალური გამოსავალია, მაგრამ ვუყურებდი მძინარე ბოსა და ჰანტერს და საკუთარ თავს ვეკითხებოდი ვინ აუხსნის ჩემს ვაჟებს თუ რატომ წავედი მეც“.
ბაიდენი სენატის წევრი 1973 წელს გახდა.
ჯო ბაიდენი თავის მეორე ცოლს ჯილს 1975 წელს შეხვდა. ჯო ჯილზე ათი წლით უფროსია. როგორც ჯილმა გაიხსენა, ჯომ მას ხელი ხუთჯერ სთხოვა, სანამ საბოლოოდ ის არ დათანხმდა.
2015 წელს მორიგი ტრაგედია დატრიალდა ბაიდენის ოჯახში, მისი ვაჟი, ჰანტერი გარდაიცვალა თუმცა ჯომ კვლავ შეძლო ფეხზე დადგომა და წინსვლა.
ახლა კი ის უკვე ამერიკის შეერთებული შტატების 46–ე პრეზიდენტია და მან ეს 78 წლის ასაკში შეძლო.
მასალის გამოყენების პირობები
