"კანონიერი ქურდი“ თენგო გიგიბერია მოსამართლეს: "ყველა წმინდანს ვფიცავარ, წესიერი ადამიანი ვარ...ვაღიარებ ჩემს დანაშაულს, ყველაფერი მართალია''
კრიმინალი - 12:43, 09 Feb, 2021     2151

რუსეთში ქართველ „კანონიერ ქურდს“, თენგიზ გიგიბერიას იგივე თენგო „ფოთინსკის“ ასამართლებენ.

მას ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას და „კანონიერ ქურდობას“ ედავებიან.

პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა იგეგმებოდა, მაგრამ გიგიბერიამ მოსამართლე ტატიანა ფროლოვას პირდაპირ განაჩენის გამოტანის თხოვნით მიმართა:

„პატივცემულო, მე ყველაფერს ვეთანხმები, ვაღიარებ ჩემს დანაშაულს, ყველაფერი მართალია, რასაც პროკურორი ამბობს. 1996 წლიდან კანონიერი ქურდი ვარ… ვაღიარებ ჩემს დანაშაულს, თუ გინდათ, დამსაჯეთ. მე გთხოვ, რომ ყველაფერი სწრაფად გააკეთოთ, ჩემთვის რთულია. არ არის საჭირო მოწმეების გამოძახება, პირდაპირ განაჩენი გამომიტანეთ“, – ციტირებს ქართველი „კანონიერი ქურდის“ სიტყვებს რუსული მედია, რომელიც სასამართლო პროცესს აშუქებს.

გიგიბერიამ ასევე თქვა, რომ მის სხეულზე არსებული ქურდული სვირინგები ისე გაიკეთა, რომ არ იცოდა მისი მნიშვნელობა – მაგალითად ერთ-ერთი ასეთი სვირინგი იკითება, როგორც – „ციხე ჩემი სახლია“.

ბრალდბეულმა უკომენტაროდ დატოვა კითხვა, რომელიც ციხეში მისი 17-წლიანი პატიმრობის დროს მომხდარ სამართალდარღვევებს უკავშირდება. „კანონიერი ქურდი“ მრავალწლიან სასჯელს ყაჩაღობის, მკვლელობის და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის იხდიდა, სასჯელის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე კი მას ახალი ბრალდებები წარუდგინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ციხეში კიდევ მრავალი წლის გატარება მოუწიოს.

17-წლიანი პატიმრობის განმავლობაში თენგო გიგიბერია ციხეში სხვადასხვა კანონდარღვევისთვის 300-ჯერ ამხილეს.

გიგიბერია ირწმუნება, რომ ეს ყველაფერი ერთგვარი გადაცდომებია. მისი თქმით, 2011 წლიდან საკანში მარტო ზის და არ შეუძლია სხვა პატიმრებთან კომუნიკაცია, მათი კონფლიქტების მოგვარება, ვინმეს დაგვირგვინება და საერთო ფონდის განკარგვა.

ბრალდებულმა გამოთქვა ეჭვი, რომ მის წინააღმდეგ ახალი ბრალი კოლონიის ადმინისტრაციის ინცპირირებულია.

მოსამართლე ტატიანა ფროლოვამ ჰკითხა ბრალდებულს, რატომ არ თქვა უარი „კანონიერი ქურდის“ სტატუსზე და როგორ ჩატარდა მისი „დაგვირგვინების“ პროცედურა.

„არ ვიცი, გჯერათ თუ არა. 2019 წლიდან, როგორც კანონი გამოვიდა, ჩემი ფიქრები მიმართული იყო იქითკენ, რომ გავითავისუფლო თავი ამ სტატუსისგან. გულით ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ ჩავერთო რაიმე დანაშაულებრივ ქმედებებში. მყავს ორი პატარა ბავშვი, რომლებიც პირისპირ არასდროს მინახავს. ისინი გაიზარდნენ. უბრალოდ მინდა ავუხსნა, რატომ არ ვიყავი მათთან, რატომ გაიზარდნენ ჩემს გარეშე…

მე ვაპირებდი ამის გაკეთებას [ქურდული სტატუსის შეჩერება], როდესაც თავისუფალებაზე გავიდოდი. ქურდების ნახვა მინდოდა ამ საკითხზე. მინდოდა თავი გამეთავისუფლებინა და ჩემი საქმე სხვა გზით წასულიყო. თუ რაიმე სასწაული მოხდა და გამათავისუფლეთ, სიტყვას გაძლევთ – არ ჩავერიო კრიმინალურ საქმიანობაში და ვიცხოვრებ ჩემს ოჯახთან ერთად. პატივცემულო, მე წესიერი ადამიანი ვარ, ყველა წმინდანს ვფიცავარ“, – მიმართა მოსამართლეს ქართველმა „კანონიერმა ქურდმა“.


მიუხედავად იმისა, რომ მან ბრალი აღიარა სასამართლო განხილვა გრძელდება. თენგიზ გიგიბერიას დამატებით 15-წლიანი პატიმრობა ელის.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
25 თებერვალი 1921 წელი - გახსოვდეს შენი ისტორია! საიდუმლო მიმოწერა, რომელიც წინ უძღოდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიას
მამა შალვა კეკელია: "ძირითადი ძალადობა ოჯახში არის დედამთილსა და რძალს შორის, ბევრი ოჯახი ინგრევა ამის გამო..."
ბიძინა კულუმბეგოვი შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით სპეციალურ პოსტს ავრცელებს
კრამერი: სანქციების სიაში პირველები ივანიშვილი, პრემიერი, შს მინისტრი უნდა იყვნენ
"ოცნების" რღვევა გრძელდება - მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გადადგა
დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, ეს ფაქტობრივად “სახის ახევაა” "ქართული ოცნებისთვის“ და დასავლეთისთვისაც - ხათუნა ლაგაზიძე
შემაშფოთებელი სვლა სახელმწიფოს მიტაცებისკენ - TI-ს სათაო ოფისის უმწვავესი გზავნილი
პარლამენტთან კარავი ზუგდიდელებმაც გაშალეს - პროტესტი რეგიონებიდან დედაქალაქში ინაცვლებს
ანზორ მელია: სანდროს რა ვუთხრა, დღეებს ითვლის, 6 დღეა, ნიკა სახლში არ ყოფილაო
ბიძინა ივანიშვილის პიროვნება ყოველთვის გაუმჭვირვალე იყო და ახლა უკვე აშკარაა - მარიელუიზე ბეკი
"საბანკო კრედიტი მაქვს...სხვა გამოსავალი არ მქონდა და დავთანხმდი“-ლოლა წერეთელი სამუშაოდ მოსკოვში გაემგზავრა
PACE-ს თანამომხსენებლები: მელიას დაპატიმრებამ პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა
ვისაუბრეთ სამომავლო სამართლებრივ სტრატეგიაზე - ნიკა მელიას ადვოკატმა საპატიმრო დატოვა
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42