ურთიერთთნადგომა გადაგვარჩენს - ექიმების საქველმოქმედო აქცია ილტოს ხეობაში
საზოგადოება - 12:54, 21 Feb, 2021     417

ექიმების ჯგუფმა, ჟურნალისტების თანადგომით და ფონდ „მზის შვილების“ ეგიდით, ახმეტის მუნიციპალიტეტის ილტოს ხეობის 6 სოფლის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარა და საჭირო მედიკამენტები გადასცა.

,,მსოფლიოსა და შესაბამისად, ქვეყანაში შექმნილი კოვიდპანდემიის გამო, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც დიდ ქალაქებსა და რეგიონული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლებში ცხოვრობენ, იმ დილემის წინაშე დადგნენ, რომ სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობას ვეღარ იღებენ. ამიტომ, ჟურნალისტებისა და ექიმების ჯგუფმა გადავწყვიტეთ, რომ ზემოხსენებულ დასახლებულ პუნქტებში პერიოდულად გავმართოთ საქველმოქმედო აქცია”, - ამბობს იდეის ავტორი ვანო პავლიაშვილი.

ექიმთა საქველმოქმედო ჯგუფს პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე ხელმძღვანელობს.

„კოვიდპანდემიის გამო მოსახლეობის გარვეული ნაწილი სამედიცინო მომსახურეობას მოწყდა. ამიტომაც, ექიმების ჯგუფმა, ჟურნალისტებთნ ერთად, გადავწყვიტეთ, პერიფერიული სოფლები მოგენახულებინა და საჭირო მედიკამენტები მიგვეწოდებინა, რაშიც ფარმაცევტული კომპანიოა GM ფარმა დაგვეხმარა,“ - აცხადებს სოლომონ ზეიკიძე.

„გაგვაფრთხილეს, რომ ექიმები ჩამოვიდოდნენ, გაგვსიჯნავდნენ და მედიკამენტებს უფასოდ დაგვირიგებდნენ. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის და იმედი გვაქვს, რომ მსგავსი აქცია მომავალშიც ჩტარდება,“ - ამბობს სოფელ შახვეტილას მკვიდრი ნათელა გოგმელაშვილი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო აქციაში, რომელიც ამჯერად დავით ნარმანიას, „ზედაზენის “ , „ჯი-ემ ფარმას“ და ასევე, კახეთის სამხარეო ადმინიტრაციისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის თანადგომით განხორციელდა, მონაწილეობა მიიღეს - ოდეისე სადოევმა, ნათია დალაქიშვილმა, თემურ ჯინჭრაძემ, ბექა გოგიაშვილმა და გიორგი გოგლიძემ.

აქციის ორგანოზატორები განსაკუთრებულ მადლობას უხდიან ჟურნალისტ მაკა მოსიშვილს და GM ფარმას წარმომადგენელს, მედიცინის დოქტორ ბაჩო ბჟალავას. მათივე თქმით, მსგავსი საქველმოქმედო აქციები მომავალშიც გაგრძელდება.







მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
25 თებერვალი 1921 წელი - გახსოვდეს შენი ისტორია! საიდუმლო მიმოწერა, რომელიც წინ უძღოდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიას
მამა შალვა კეკელია: "ძირითადი ძალადობა ოჯახში არის დედამთილსა და რძალს შორის, ბევრი ოჯახი ინგრევა ამის გამო..."
ბიძინა კულუმბეგოვი შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით სპეციალურ პოსტს ავრცელებს
კრამერი: სანქციების სიაში პირველები ივანიშვილი, პრემიერი, შს მინისტრი უნდა იყვნენ
"ოცნების" რღვევა გრძელდება - მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გადადგა
დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, ეს ფაქტობრივად “სახის ახევაა” "ქართული ოცნებისთვის“ და დასავლეთისთვისაც - ხათუნა ლაგაზიძე
შემაშფოთებელი სვლა სახელმწიფოს მიტაცებისკენ - TI-ს სათაო ოფისის უმწვავესი გზავნილი
პარლამენტთან კარავი ზუგდიდელებმაც გაშალეს - პროტესტი რეგიონებიდან დედაქალაქში ინაცვლებს
ანზორ მელია: სანდროს რა ვუთხრა, დღეებს ითვლის, 6 დღეა, ნიკა სახლში არ ყოფილაო
ბიძინა ივანიშვილის პიროვნება ყოველთვის გაუმჭვირვალე იყო და ახლა უკვე აშკარაა - მარიელუიზე ბეკი
"საბანკო კრედიტი მაქვს...სხვა გამოსავალი არ მქონდა და დავთანხმდი“-ლოლა წერეთელი სამუშაოდ მოსკოვში გაემგზავრა
PACE-ს თანამომხსენებლები: მელიას დაპატიმრებამ პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა
ვისაუბრეთ სამომავლო სამართლებრივ სტრატეგიაზე - ნიკა მელიას ადვოკატმა საპატიმრო დატოვა
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42