"გამათავისუფლეს სამსახურიდან, სადაც სიცილის გამო თათბირს მიტარებდნენ და ყავაც ლამის ხელის აწევით უნდა დამელია.. " - რას წერს ჟურნალისტი ყოფილ სამსახურზე
სოც.მედია - 17:28, 22 Feb, 2021     1889

"მთავარი არხის" ჟურნალისტი, ელენე მარგალიტაშვილი საკუთარ დაბადების დღეზე იხსენებს ერთი წლის წინანდელ ამბავს, როდესაც მუშაობდა სამსახურში, სადაც ადამიანურ ურთიერთობებს არ აღიარებდნენ.

ელენე ამბობს, რომ იმ სამსახურიდან გამოშვება მისთვის მოსალოცი ამბავი იყო - მისივე თქმით, მას შემდეგ მისი ცხოვრება ბევრად უკეთესი გახდა.

"შარშან, ახალი წლის წინა დღეს, სამსახურიდან გამომიშვეს. ეს, რა თქმა უნდა, მოსალოცი ამბავია – სხვანაირად აქ ვერ ვიქნებოდი. მილოცავდნენ კიდეც – ჩემს მეგობრებს უხაროდათ, რომ გავთავისუფლდი. გავთავისუფლდი იმ გარემოსგან, სადაც ჩემი ემოციები ყოველთვის ზედმეტად და არასაჭიროდ მიაჩნდათ; სადაც სიცილის გამო თათბირს მიტარებდნენ; სადაც “მასწავლიდნენ”, რომ მეგობრებისთვის მხოლოდ მაშინ უნდა მეპასუხა, როცა საღამოს 7 საათი მოვიდოდა; სადაც დილის 10 საათზე სიცილი, სიყვარული, მეგობრობა, ყველანაირი ემოცია და შინაგანი სამყარო შესასვლელ კარში უნდა დამეტოვებინა. გავთავისუფლდი იმ გარემოსგან, სადაც ადამიანებისთვის პასუხის გაცემას გადამაჩვიეს იმიტომ, რომ ჩემს ეკრანს ორასი თვალი უყურებდა და ხელფასს მეგობრობაში არ მიხდიდნენ; იმიტომ, რომ 1 საათის საქმე რომ მქონოდა, მაინც 10-დან 7-მდე უნდა მეკეთებინა; იმიტომ, რომ ყავის დალევა და ადამიანური ურთიერთობები დანაშაულად ითვლებოდა; და იმიტომ რომ ჯესისთან ჩახუტების სიხარულიც კი ზომიერების ფარგლებში უნდა გამომეხატა – ჩუმად და უემოციოდ. ლამის მე თვითონაც დავიჯერე, რომ არარაობა ვიყავი და ჩემი სამსახურისთვის და იქ მომუშავე კარგი ადამიანებისთვის მხოლოდ ზიანი მომქონდა იმით, რომ ვინტერესდებოდი, როგორ იყვნენ, რა უხაროდათ, რა სწყინდათ, როგორ გაატარეს შაბათ-კვირა. და ეს დანაშაული იყო. ვაცდენდი.

გამოდიოდა, რომ იმათ ხელს ვუშლიდი, მეგობრებისთვის პასუხის დაბრუნება არ შემეძლო და ყავაც ლამის ხელის აწევით უნდა დამელია. ამას ემატებოდა ჩემი 30-წლიანი ცხოვრების ყველაზე დიდი დანაკარგი – ადამიანი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში, მგონი, ჩემზე დიდ ადგილს იკავებდა. და რამდენჯერაც საფიქრალი დრო მრჩებოდა, იმდენჯერ ვკვდებოდი.

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჩამომიყალიბდა ბევრი შიში და ცუდი ჩვევა. მათ შორის, ყველაზე მეტად მაწუხებს ის, რომ მესიჯებთან/მესენჯერებთან და მიმოწერის ყველა საშუალებასთან სრულიად გაუგონარი ურთიერთობა დამჩემდა. ურთიერთობაც არ ჰქვია. უფრო ფობიას ჰგავს. იმდენად მომყვება პასუხის დაბრუნების “დანაშაული”, რომ მესიჯებს ხშირად არც კი ვხსნი. როგორც კი პასუხის წერას ვიწყებ, ზურგი მეწვის და მგონია, რომ ისევ ორასი თვალი მიყურებს და მაკრიტიკებს. ვიცი, რომ ფსიქოლოგთან ვარ მისასვლელი. მაგრამ სანამ მივალ, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ ორი წლის განმავლობაში პასუხს არ/ვერ გიბრუნებდით, მინდა, რომ ძალიან, ძალიან დიდი ბოდიში მოგიხადოთ. ისიც მინდა იცოდეთ, რომ ამდენი ხანია, ყველა უპასუხო მესიჯი და ზარი ზურგით დამაქვს და მახსოვს, ყველა გაუხსნელი მესიჯი მაინტერესებს და ვერ ვხსნი, ყველა დიდი ხნის უნახავი მეგობარი მენატრება და ვერ ვწერ იმიტომ, რომ შიგნით ჯერ კიდევ ვებრძვი მაშინდელ მონსტრებს.

გადავწყვიტე, რომ 30 წელი სხვანაირი იქნება და ჩემ გარდა, ვერავინ დამიბრუნებს იმ ელენეს, რომელიც უპასუხოდ არავის ტოვებდა. ისე მენატრება ეგ ელენე, ცოტა მეცოდება კიდეც ეს ყველაფერი რომ გამოვაცდევინე, ბოდიშსაც ვუხდი, და ყველა ნაწილს, რომელიც მაშინ მომიკვდა, ვტოვებ უკან. დრო და ბევრი მუშაობა დამჭირდება, მაგრამ ჩემ თავს ვპირდები, რომ შემდეგ ასაკამდე მესიჯების გახსნას და პასუხის დაბრუნებას ახლიდან, ნელ-ნელა ვისწავლი და ურთიერთობების აღარ შემეშინდება.

ახლა როგორ ვარ? სამსახური კი არა, ოჯახი მაქვს, სადაც სახლზე მეტად მიმიხარია. წარმოიდგინეთ, წინა სამსახურიდან მოსულს, როგორ მიჭირდა აღმექვა და დამეჯერებინა, რომ ეს ადამიანები ნამდვილები იყვნენ, მართლა ჩემზე მეტად გამოხატავდნენ ემოციებს და მეჩხუბებოდნენ, ამდენს ნუ მუშაობ, გამოდი, ყავა დავლიოთ და ცოტა ვიჭორაოთო. მერე იცინოდნენ ხმამაღლა, მშვიდად და თავისუფლად. მეგონა, დრო გავიდოდა და რაღაცებს სხვანაირად დავინახავდი, რაღაც გაფუჭდებოდა. მეშინოდა, რომ ტყუილი აღმოჩნდებოდა. მაგრამ არა, ასეთი მართალი, ნამდვილი და გულწრფელი ჩემთან არაფერი ყოფილა. ყოველდღე ახლიდან მიბრუნდება სიცოცხლე და ყოველდღე ვიხდი გააზრებულ მადლობას, რომ აქ ვარ და ამ ადამიანებთან ურთიერთობის ბედნიერება მაქვს. ამაზე ბეეეევრი სათქმელი დამიგროვდა და ცალკე მოვყვები, არ მინდა რამე უარყოფითთან ოდნავ მაინც გავრიო.

უბრალოდ, ბოდიშის მოხდის გარდა, კიდევ ერთი რამის თქმა მინდოდა: არასოდეს გაჩერდეთ იქ, სადაც თქვენში არსებულ სინათლეებს აქრობენ. არასოდეს “ისწავლოთ” უარის თქმა იმაზე, რაც სინამდვილეში ყველაზე მნიშვნელოვანია. და არასოდეს, არასოდეს დაკარგოთ თქვენი საუკეთესო მხარეები იმ ადამიანების გამო, ვისაც ეგ მხარეები არ გააჩნიათ.

ადამიანურ დანაკარგს რაც შეეხება – არასოდეს შეწყვიტოთ ადამიანების ნდობა და შეყვარება, არასოდეს შეგეშინდეთ ახალი ურთიერთობების, მეგობრობების, და თუნდაც ახალი დანაკარგების. ყველა, ვისი სიყვარულიც შეგვიძლია, ამ სიყვარულს იმსახურებს.

და რაც შეეხება კარმას, ის არსებობს.

კიდევ ერთხელ ძალიან დიდი, ნამდვილი და გულწრფელი ბოდიში ♥ ახლა წავალ, რამდენიმე მონსტრს შევებრძოლები და პასუხების დაბრუნებას ახლიდან ვისწავლი ☀“ , - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
Bloomberg: თუ ბაიდენს სურს, რომ ამერიკა დაუბრუნდეს გლობალურ ლიდერობას, მას არ აქვს უფლება დარჩეს ნეიტრალური საქართველოს დემოკრატიული სულისთვის ბრძოლაში
ლედი გაგას ძაღლების მომვლელს ესროლეს და ორი ბულდოგი მოიპარეს – მომღერალი ინფორმაციისთვის 500 000$ იხდის
ავღანეთში ქათმის გრიპის აფეთქება დაფიქსირდა
"ეს განცხადება დასტური იყო, რომ პატიმრობის მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი" - ომბუდსმენი მელიას გირაოზე
" ძალადობა, აგრესია, ფიზიკური შეურაცხყოფა არის მიუღებელი - მოძალადე დაუსჯელი არ დარჩება" - კალაძე სანაიას მიმართ ძალადობაზე
"მქონდა შემთხვევა, როცა სადარბაზოსთან დამხვდნენ და ფოტოებს მიღებდნენ" - ჟიჟილაშვილი ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე
რიგგარეშე არჩევნების საფუძველი გუბაზ სანიკიძის და სააკაშვილის განცხადება ვერ იქნება - ვოლსკი
"მელას რაც ესიზმრებოდა, ის ეჩვენებოდა" - ვოლსკი სანქციებზე
"ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ, მოლაპარაკების მაგიდასთან ვიყოთ" - მდინარაძე
ექსკლუზივი: "ჯარისკაცები ხალხის წინააღმდეგ არ წავლენ" - ხელისუფლება ჯარზე კონტროლს კარგავს, რატომ ჩამოართვეს სამხედროებს ტელევიზორები?
ბრიტანული შტამის 3 კლასტერი საქართველოში - სავარაუდოდ, 2-3 თვეში ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებულ ფორმას ახალი ჩაანაცვლებს
"ინტერნიუსი-საქართველო“ გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმას - განცხადება
"სწრაფად გამოიძიეთ ფაქტი და დასაჯეთ დამნაშავეები" - ზურაბიშვილი ვახო სანაიას საქმეზე
"ნიკა მელიას უკანონო დაკავებამ ნათელი გახადა, რომ დავადექით პუტინის გზას" - გიორგი რურუა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42