"გული მაქვს გაგლეჯილი! მაპატიე, რომ უკანასკნელი თხოვნა ვერ აგისრულე..." – ზურა ხაჩიძე
სოც.მედია - 18:38, 22 Feb, 2021     1457

მომღერალი ზურა ხაჩიძე მომღერალ ზურა დოიჯაშვილის თბილისში ჩამოსვენებას ეხმაურება.

ხაჩიძე ამბობს, რომ ზურამ ასწავლა ნამდივილი ძმაკაცობა, მოყვასისა და სამშობლოს სიყვარული - მისი თქმით, "გული აქვს გაგლეჯილი" და არ იცის როგორ უნდა უყუროს მის გაყინულ სხეულს.

მომღერალი მეგობარს მადლობას უხდის ყველაფრისთვის - მასთან გატარებული ითოეული წუთისთვის.

"დღეს თბილისში დაეშვება თვითმფრინავი თელავივიდან და გული მაქვს გაგლეჯილი, როგორ უნდა დავხვდე ჩემო ზურა შენს გაციებულ სხეულს, მაგრამ უკვდავ სულს.

მეგონა ვიცოდი, მაგრამ შენ მასწავლე რა არის ნამდვილი ძმაკაცობა, შენ მასწავლე რა არის მოყვასის სიყვარული, შენ მასწავლე როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო, როგორ უნდა აფასებდე შენს ქალაქს და რა არის გერქვას თბილისელი, როგორ უნდა მიუძღვნა შენი თავის სხვას, როცა მას სჭირდები, როგორ უნდა გიყვარდეს შენი ოჯახი და კიდევ ბევრი, სხვა ბევრი რამე.

მე ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ შენგან ძალიან ბევრი რამე ვისწავლე ჩემო დოიჯ…

ბედნიერი ვარ ყველა წუთისთვის, ყველა წამისთვის, რომელიც შენთან გავატარე, მადლობა ძმაო ყველაფრისთვის. მთელი ცხოვრება ცოცხალი იქნები ჩემს გულში, ხშირად მოვალ, როცა გამიჭირდება შენს საფლავთან და ხშირად ვილაპარაკებთ ყველაფერზე.

მაპატიე, რომ უკანასკნელი თხოვნა ვერ აგისრულე, რა მიზეზით არ აქვს მნიშვნელობა…

შენ ამ ქვეყანაში ბევრი სიკეთე დატოვე და ბევრი იბრძოლე სხვადასხვა ეტაპზე ამ ქვეყნისთვის. გულუხვად გაეცი სიკეთე ადამიანებში და კიდევ დიდი ხანი არ დაავიწყდება ამ ქვეყანას შენი უანგარო თანადგომა. მიყვარხარ ზურა ძმაო!“, – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელის საავადმყოფოში, 14 თებერვალს გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ზურა დოიჯაშვილი 14 თებერვალს გარდაიცვალა - მომღერალი მძიმე დაავადებას ებრძოდა , ის ისრაელში მკურნალობდა.







მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
Bloomberg: თუ ბაიდენს სურს, რომ ამერიკა დაუბრუნდეს გლობალურ ლიდერობას, მას არ აქვს უფლება დარჩეს ნეიტრალური საქართველოს დემოკრატიული სულისთვის ბრძოლაში
ლედი გაგას ძაღლების მომვლელს ესროლეს და ორი ბულდოგი მოიპარეს – მომღერალი ინფორმაციისთვის 500 000$ იხდის
ავღანეთში ქათმის გრიპის აფეთქება დაფიქსირდა
"ეს განცხადება დასტური იყო, რომ პატიმრობის მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი" - ომბუდსმენი მელიას გირაოზე
" ძალადობა, აგრესია, ფიზიკური შეურაცხყოფა არის მიუღებელი - მოძალადე დაუსჯელი არ დარჩება" - კალაძე სანაიას მიმართ ძალადობაზე
"მქონდა შემთხვევა, როცა სადარბაზოსთან დამხვდნენ და ფოტოებს მიღებდნენ" - ჟიჟილაშვილი ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე
რიგგარეშე არჩევნების საფუძველი გუბაზ სანიკიძის და სააკაშვილის განცხადება ვერ იქნება - ვოლსკი
"მელას რაც ესიზმრებოდა, ის ეჩვენებოდა" - ვოლსკი სანქციებზე
"ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ, მოლაპარაკების მაგიდასთან ვიყოთ" - მდინარაძე
ექსკლუზივი: "ჯარისკაცები ხალხის წინააღმდეგ არ წავლენ" - ხელისუფლება ჯარზე კონტროლს კარგავს, რატომ ჩამოართვეს სამხედროებს ტელევიზორები?
ბრიტანული შტამის 3 კლასტერი საქართველოში - სავარაუდოდ, 2-3 თვეში ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებულ ფორმას ახალი ჩაანაცვლებს
"ინტერნიუსი-საქართველო“ გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმას - განცხადება
"სწრაფად გამოიძიეთ ფაქტი და დასაჯეთ დამნაშავეები" - ზურაბიშვილი ვახო სანაიას საქმეზე
"ნიკა მელიას უკანონო დაკავებამ ნათელი გახადა, რომ დავადექით პუტინის გზას" - გიორგი რურუა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42