"გაოგნებული ვიყავი იმ სპეცოპერაციით, ტერორისტები ასე არ აუყვანიათ, ნიკა რა ტერორისტი იყო, ან შენობა როგორ დაარბიეს" - ანზორ მელია
პოლიტიკა - 14:13, 23 Feb, 2021     182
ნიკა მელიას მამა, ექიმი ანზორ მელია შილის დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს. იგი ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და ამბობს, რომ ამაყია, რადგან ნიკა მელიამ ყველა გააერთიანა:
“მე მთელი ღამე არ მიძინია, ვიყავი ფეისბუქზე. დილით როცა ვნახე , მეუღლესაც ვუთხარი, რომ დაიწყო მეთქი. მედნიერი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა დაიჭირეს სისხლი არ დაიღვარა. მითხრეს, რომ ერთი მოქალაქე წევს ინგოროყვაში, რომელიც ოფისიდანაა გამმოყვანილი და მოწამლულია ხუთავი გაზით და მძიმე მდგომარეობაშია. მე ბედნიერი ვიყავი, რომ ნიკასთან ერთად მთელი ღამე სხვადასხვა პარტიების ლიდერები რო იმყოფებოდნენ და ნიკას მხარს უჭერდნენ. დილის საათებში, დარბევისას ბარამიძის სურათი ვნახე ნიკასთან ერთად, აი იქ მივწერე მხოლოდ თქვენ გენაცვალეთ. მე სხვა კომუნიკაცია არ მქონდა. მე არ ვყოფილვარ ოფისში, რადგან ნიკა ჩემს დანახვაზე ყოველთვის ნერვიულობს. 3 დღის წინ დამირეკა იკამ, მითხრა, რომ მხარდამჭერი ჩვენი ოფისიდან თქვენთან დაუწვეიათო, მივხედე და გუშინ გავწერეთ ის ადამიანი. ეს იყო ჩვენი ბოლო კონტაქტი. ისე ნიკა ბოლო 2 თვე არ მინახავს, მაგას არ ეცალა.ჩართვამდე 40 წუთის წინ დამირეკეს პოლიციიდან, მითხრეს საქმის კურსში გაყენებთ, ნიკა მელია დავიჭირეთ და რომელიღაც მე-12 ციხეშიაო. მე არ დამირეკავს ადვოკატისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე დღე მაქვს, კლინიკაში შემოვიარე, გავსინჯე პაციენტები'' - თქვა ანზორ მელიამ.

მისი თქმით, ბედნიერია, რომ მისი შვილი ქურდობისთვის და მექრთამეობისთვის არ დაუჭერიათ და ის სამშობლოს სიყვარულისთვის დააკავეს.

"დღეს 3-საათზე კანცელარიასთან აუცილებლად მივალ. ახლა ვეღარ დამიშლის ნიკა, დაპატიმრებულია, მე მოვიხდი ჩემს სამოქალაქო ვალს.მე ძალიან მეამაყება, რომ ნიკას ამდენი მხარდამჭერი ყავს. როგორც 18 წლის ახალგაზრდები იცავდნენ ნიკას, ისე იცავდა მას 81 წლის მოხუციც. მე მიხარია, რომ ნიკამ გააერთიანა ყველა . მოვიდნენ ნიკას მეგბრები და მამხნევებენ, მე გამხნევებული ვარ. არავის ვუსურვებ შვილის დაჭერას, მაგრამ ისიც საკითხავია, შვილი დაიჭირეს საქართველოს სიყვარულის გამო, როგორ უყვარს ნიკა ყველას. მე უამრავ ავადმყოფს ვსინჯავ და უნდა ნახოთ, ყველა მლოცავს ასეთი შვილის გაზრდისათვის, მე მოვუწოდებ მთავრობას ნუ იქნებიან ასეთები.მე მოვუწოდებ მთავრობას ნუ იქნებიან ასეთები. არ შეიძლება ასე, ჩვენ ხომ ერთი მუჭა ხალხი ვართ. უნდა ავაღორძინოთ სახელმწიფო. ნიკამ რა დაუშავა მათ, რომ მილიონების შოვნაში ხელს უშლის? …ბოგდან ხმელიცკის ქუჩაზე რომ იყო ტერორისტი, ამდენი სპეცრაზმი იქ არ ჰყავდათ და ნიკა რა ტერორისტი იყო, ან როგორ დაარბიეს ეს მშვენიერი შენობა არ რცხვენიათ?” – თქვა ანზორ მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
Bloomberg: თუ ბაიდენს სურს, რომ ამერიკა დაუბრუნდეს გლობალურ ლიდერობას, მას არ აქვს უფლება დარჩეს ნეიტრალური საქართველოს დემოკრატიული სულისთვის ბრძოლაში
ლედი გაგას ძაღლების მომვლელს ესროლეს და ორი ბულდოგი მოიპარეს – მომღერალი ინფორმაციისთვის 500 000$ იხდის
ავღანეთში ქათმის გრიპის აფეთქება დაფიქსირდა
"ეს განცხადება დასტური იყო, რომ პატიმრობის მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი" - ომბუდსმენი მელიას გირაოზე
" ძალადობა, აგრესია, ფიზიკური შეურაცხყოფა არის მიუღებელი - მოძალადე დაუსჯელი არ დარჩება" - კალაძე სანაიას მიმართ ძალადობაზე
"მქონდა შემთხვევა, როცა სადარბაზოსთან დამხვდნენ და ფოტოებს მიღებდნენ" - ჟიჟილაშვილი ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე
რიგგარეშე არჩევნების საფუძველი გუბაზ სანიკიძის და სააკაშვილის განცხადება ვერ იქნება - ვოლსკი
"მელას რაც ესიზმრებოდა, ის ეჩვენებოდა" - ვოლსკი სანქციებზე
"ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ, მოლაპარაკების მაგიდასთან ვიყოთ" - მდინარაძე
ექსკლუზივი: "ჯარისკაცები ხალხის წინააღმდეგ არ წავლენ" - ხელისუფლება ჯარზე კონტროლს კარგავს, რატომ ჩამოართვეს სამხედროებს ტელევიზორები?
ბრიტანული შტამის 3 კლასტერი საქართველოში - სავარაუდოდ, 2-3 თვეში ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებულ ფორმას ახალი ჩაანაცვლებს
"ინტერნიუსი-საქართველო“ გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმას - განცხადება
"სწრაფად გამოიძიეთ ფაქტი და დასაჯეთ დამნაშავეები" - ზურაბიშვილი ვახო სანაიას საქმეზე
"ნიკა მელიას უკანონო დაკავებამ ნათელი გახადა, რომ დავადექით პუტინის გზას" - გიორგი რურუა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42