"დევნამ "კანონის სახელით“, ქვეყანა დახია უკან" - ნათია მეზვრიშვილი მელიას დაკაბენაზე
პოლიტიკა - 14:23, 23 Feb, 2021     558

საქართველოს მთავრობის ადმინსტრაციის ყოფილი უფროსი ნათია მეზვრიშვილი ოპოზიციონერი ლიდერის ძალის გამოყენებით დაკავებას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება და განმარტავს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას სამართლებრივად არანაირი კავშირი არ აქვს ბრალდებულის მიმართ საბოლოო განაჩენთან.

მეზვრიშვილის შეფასებით, "კანონის აღსრულების სახელით" ქვეყანა აუცილებლად წააგებს:

"ძალიან მოკლედ იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, როგორ შეიძლებოდა ბრალდებული პატიმრობის გარეშე დარჩენილიყო განაჩენის გამოტანამდე და ქვეყნისთვის აგვერიდებინა ის დამაზიანებელი პროცესები, რაც დღეს ხდება:

პირველ რიგში - არ ვეხები ბრალდებულის დამნაშავეობა - უდანაშაულობის საკითხს. ვეხები აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხს, რასაც სამართლებრივად არანაირი კავშირი არ აქვს ბრალდებულის მიმართ საბოლოო განაჩენთან.

სულ რომ თავი დავანებოთ პატიმრობის აღსრულების, ანუ დაკავების ფორმას, შეუძლებელია პროცესის ბოლო ნაწილი (პატიმრობის აღსრულება) იყოს სამართლებრივად გამართული მაშინ, როცა აღსრულებამდე მთლიან პროცესში იყო არაერთი კითხვის ნიშანი. ამაში დამეთანხმება ყველა, ვისაც აღკვეთის ღონისძიების საფუძვლების შესახებ რაიმე სმენია და ვინც კარგად იცნობს ამ მხრივ პრაქტიკას.

ვიწროდ და კონტექსტიდან ამოგლეჯილად კანონის ნორმების განმარტება, ასეთ საქმეზე, უხეშად რომ ვთქვათ, ქვეყნისთვის დამღუპველი იყო და ამის შედეგებს მომდევნო დღეები უკეთ დაგვანახებს, თუ უკვე ვერ ვხედავთ.

დიახ, გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში პროკურორი მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე. მაგრამ ეს ნორმა ცალკე მდგომად ვერ იქნება განხილული იმიტომ რომ, ნებისმიერ აღკვეთის ღონისძიებას (იქნება ეს პატიმრობა თუ გირაო) პირველ რიგში სჭირდება საფუძველი - ანუ, დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება, გაანადგურებს მტკიცებულებას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს. ეს ნიშნავს იმას, რომ მაშინაც კი, როცა ბრალდებული გირაოს ვერ/არ გადაიხდის, მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას, პროკურატურამ/სასამართლომ პირველ რიგში უნდა იმსჯელოს ამ ბრალდებულის მიმართ ისევ არსებობს თუ არა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. ანუ, მარტივად შეიძლებოდა მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული, განაჩენის გამოტანამდე, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო.

გარდა ამისა, კანონი არ განსაზღვრავს აღკვეთის ღონისძიებების იერარქიას. არავინ იცის რომელი აღკვეთის ღონისძიებაა უფრო მკაცრი ან ნაკლებად მკაცრი. ამის გამოა, რომ ხშირად სასამართლო ბრალდებულს, რომელიც გირაოს პირობებს არღვევს, პატიმრობას კი არა პირად თავდებობას ან სხვა არასაპატიმრო აღკვეთს უფარდებს.

შესაბამისად, აპელირება იმაზე, რომ პატიმრობა კანონის ერთადერთი მოთხოვნა იყო და სხვა გზა არ იყო, იმთავითვე მცდარი იყო.

რაც შეეხება პატიმრობის აღსრულებას, ანუ დაკავებას, რა თქმა უნდა, შეუძლებელია აღსრულება გამართულად შეფასდეს, როცა აღსრულებამდე პროცესში უამრავი კითხვის ნიშანი იყო როგორც პოლიციის, ისე პროკურატურის და სასამართლოს ქმედებებთან დაკავშირებით.

ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების ცვლილების საკითხმა ზედაპირზე ამოიტანა მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის და მისი თითოეული რგოლის წინაშე არსებული გამოწვევები, რომლებიც ჯერ კიდევ მრავლადაა. იმედია, როცა პოლიტიკური ქარცეცხლი გადაივლის, ყველა ერთად დავფიქრდებით მართლმსაჯულების მთლიანი სისტემის კომპლექსური (და არა ფრაგმენტული) ფუნდამენტური და რეალური რეფორმირების აუცილებლობაზე.

და ბოლოს, ყველაზე მთავარი - ეს ფაქტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ წააგოს „კანონის აღსრულების სახელით“. არავინ ამბობს, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს, მაგრამ არა ქვეყნის ინტერესების, იმიჯის და დასავლური გზით განვითარების მომავალი პერსპექტივის ხარჯზე. დღეს უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ერთი ბრალდებულის დევნამ „კანონის სახელით“, ქვეყანა დახია უკან" - წერს მეზვრიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
Bloomberg: თუ ბაიდენს სურს, რომ ამერიკა დაუბრუნდეს გლობალურ ლიდერობას, მას არ აქვს უფლება დარჩეს ნეიტრალური საქართველოს დემოკრატიული სულისთვის ბრძოლაში
ლედი გაგას ძაღლების მომვლელს ესროლეს და ორი ბულდოგი მოიპარეს – მომღერალი ინფორმაციისთვის 500 000$ იხდის
ავღანეთში ქათმის გრიპის აფეთქება დაფიქსირდა
"ეს განცხადება დასტური იყო, რომ პატიმრობის მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი" - ომბუდსმენი მელიას გირაოზე
" ძალადობა, აგრესია, ფიზიკური შეურაცხყოფა არის მიუღებელი - მოძალადე დაუსჯელი არ დარჩება" - კალაძე სანაიას მიმართ ძალადობაზე
"მქონდა შემთხვევა, როცა სადარბაზოსთან დამხვდნენ და ფოტოებს მიღებდნენ" - ჟიჟილაშვილი ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე
რიგგარეშე არჩევნების საფუძველი გუბაზ სანიკიძის და სააკაშვილის განცხადება ვერ იქნება - ვოლსკი
"მელას რაც ესიზმრებოდა, ის ეჩვენებოდა" - ვოლსკი სანქციებზე
"ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ, მოლაპარაკების მაგიდასთან ვიყოთ" - მდინარაძე
ექსკლუზივი: "ჯარისკაცები ხალხის წინააღმდეგ არ წავლენ" - ხელისუფლება ჯარზე კონტროლს კარგავს, რატომ ჩამოართვეს სამხედროებს ტელევიზორები?
ბრიტანული შტამის 3 კლასტერი საქართველოში - სავარაუდოდ, 2-3 თვეში ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებულ ფორმას ახალი ჩაანაცვლებს
"ინტერნიუსი-საქართველო“ გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმას - განცხადება
"სწრაფად გამოიძიეთ ფაქტი და დასაჯეთ დამნაშავეები" - ზურაბიშვილი ვახო სანაიას საქმეზე
"ნიკა მელიას უკანონო დაკავებამ ნათელი გახადა, რომ დავადექით პუტინის გზას" - გიორგი რურუა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42