"პროკურატურამ ვერ დაასაბუთა რა აუცილებლობა იყო მელია იჯდეს ციხეში" - ნინო ლომჯარია
პოლიტიკა - 14:48, 23 Feb, 2021     443
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში იმყოფება. მისი თქმით, განცხადებით პროკურატურამ ვერ დაასაბუთა ნიკა მელიას დაჭერის აუცილებლობა.


ომბუდსმენი აცხადებს, რომ მხოლოდ 20 ივნისის აქციის მონაწილეების მიმართ ხელისუფლების აქტიურობა აჩენს შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნებს.

"იმ ვითარებაში, როდესაც 20 ივნისის გამო არ არის დასჯილი არცერთი პირი, ვინც იყო პასუხისმგებელი იმაზე, რომ არ მომხდარიყო ძალის გადამეტება, მშვიდობიანი პროტესტანტების მიმართ. ძალიან ცოტა ადამიანი სცნეს დაზარაელებულად და გამოძიება არის შეჩერებული ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მხოლოდ აქციის მონაწილების მიმართ ხელისუფლების ასეთი აქტიურობა აჩენს შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნებს.

მითუმეტეს, როდესაც ასეთი პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში და ვფიქრობ, რომ ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. პროკურატურამ ვერ დაასაბუთა რა აუცილებლობა იყო იმისთვის, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერი დღეს იჯდეს ციხეში და რაში შეუშლიდა ხელს ხელისუფლებას ის, რომ ნიკა მელია დღეს ყოფილიყო თავისუფალი. ეს ვერ დავინახე პროკურატურის არგუმენტებში", - განაცხადა ლოჯარიამ.

მისივე განცხადებით, მისმა წარმომადეგენელმა საპატიმროში მელია უკვე მოინახულა. მისი განცხადებით, ნიკა მელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს.

"ნიკა მელია უკვე მოინახულა ჩემმა წარმოამადგენელმა და მეც ვაპირებ, რომ მოვინახულო. ცოტა ხნის წინ მაცნობეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას არ აქვს ამ წუთის მდგომარეობით, პრეტენზიები მოპყრობასთან დაკავშირებით, თუმცა მეც შევხვდები და გავესაუბრები",-თქვა ნინო ლომჯარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ვაიმე, რა მკაცრი ხართ... უნიჭოდ მბაძავთ... ძალადობის გამოძიება ჩემს კომპეტენციაში არ შედის - წულუკიანი ჟურნალისტებს (ვიდეო)
თბილისის გარე განათების პროექტი არა ბიუჯეტიდან, არამედ ელექტროენერგიის დაზოგვის შედეგად მიღებული ეკონომიის ხარჯზე დაფინანსდება
ოპერატორებს გაუფრთხილდით... რომ მეხებით, ვერ მატყობთ? - ყავლაშვილი ჟურნალისტებს (ვიდეო)
კობახიძის განცხადება, რომ სამ ტელევიზიაში ტრიალებს შავი ფული, საგადასახადო სამსახურებმა აღიქვეს პირდაპირ დავალებად - დამენია
ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე სკვერი ეწყობა
"ქართული ოცნების" ოფისში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა
კახა კალაძე: ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ქალაქის იერსახის დამახინჯება დასჯადი ქმედებაა
კახა კალაძე: ყველა უნდა ავიცრათ, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს
მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აგვისტოს ბოლომდე ორმხრივად აღდგება
თბილისის მერია სამშენებლო "სამშენებლო ამნისტიის შესახებ" კანონის აღსრულებისთვის საჭირო წესსა და პროცედურებს ამტკიცებს
რა შემთხვევაში არის დაუშვებელი კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინით აცრა და რა უნდა იცოდეს პაციენტმა იმუნიზაციის წინ?
მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლას, დემოკრატიულ ქვეყანაში კი მედიის თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვაია - დიეგო კოლასი
უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები ეთნოგრაფიულ მუზეუმში - წულუკიანის პრეზენტაციაზე ჟურნალისტები შერჩევით დაუშვეს
გთხოვთ, აიცერით, ვაქცინაცია საუკეთესო გზაა, დაიცვა საკუთარი თავი და საყვარელი ადამიანები - აშშ-ის ელჩი
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42