არ მინდა რუსეთი არც ფულისთვის, არც ბროლის კოშკებისთვის – სოფო ბათილაშვილი
საზოგადოება - 17:59, 23 Feb, 2021     1098

მომღერალი სოფო ბათილაშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ მას რუსეთი და რუსული პოლიტიკა არ სურს, მისთვის უზენაესი საქართველოს თავისუფლებაა და ამიტომ, არც რუსულ შოუბიზნესში ჩართვა უნდა.

„ყველას გაქცევა უნდა აქედან, ყველას, ვისზეც სახელმწიფო წესით, იმედს უნდა ამყარებდეს.

ძალიან ძნელია, ვინმე ამის გამო გააკრიტიკო, იმდენად არასტაბილურ, ჩამყაყებულ და სრულიად მორღვეულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ოდნავი სანდოობის განცდაც კი არ გაქვს.

რაც დილის გადაცემაში ვმუშაობ, უფრო ახლოს მომიწია სხვადასხვა სფეროებში დამდგარ პრობლემებთან სახის გასწორება და უფრო მეტად მაღიზიანებს ხელისუფლების უსაქმურობა.

მელიას დაიჭერდნენ თუ ტურას, აქ ამაზე არაა საუბარი. აქ იმაზეა საუბარი, რომ ოპოზიციაზე შურისძიება იყო მოტივი და არა კანონი. კანონი და მორალური ღირებულებები რომ ადარდებდეთ, გავრილოვს პარლამენტში ურცხვად არ გამოსვამდნენ.

კანონის აღსრულების მოტივით ოპოზიციური ლიდერი დაიჭირეს მათ, ვინც არჩევნები გააყალბა და საკუთარი ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს, შვილებს ხმები მოპარა.

ჩრდილოეთზე ბევრი მსმენია და ზუსტად ვიცი, რომ საერთოდ არ მინდა მაგ რეალობაში ცხოვრება.

არ მინდა რუსული პოლიტიკა, არ მინდა რუსეთი! არ მინდა არც კარიერული წარმატებისთვის, არც ფულისთვის და არც რამენაირი ბროლის კოშკებისთვის.

ჩემი ქვეყნის თავისუფლებაზე უზენაესი ღირებულება არ არსებობს ბუნებაში.” – წერს მომღერალი





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
25 თებერვალი 1921 წელი - გახსოვდეს შენი ისტორია! საიდუმლო მიმოწერა, რომელიც წინ უძღოდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიას
მამა შალვა კეკელია: "ძირითადი ძალადობა ოჯახში არის დედამთილსა და რძალს შორის, ბევრი ოჯახი ინგრევა ამის გამო..."
ბიძინა კულუმბეგოვი შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით სპეციალურ პოსტს ავრცელებს
კრამერი: სანქციების სიაში პირველები ივანიშვილი, პრემიერი, შს მინისტრი უნდა იყვნენ
"ოცნების" რღვევა გრძელდება - მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გადადგა
დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, ეს ფაქტობრივად “სახის ახევაა” "ქართული ოცნებისთვის“ და დასავლეთისთვისაც - ხათუნა ლაგაზიძე
შემაშფოთებელი სვლა სახელმწიფოს მიტაცებისკენ - TI-ს სათაო ოფისის უმწვავესი გზავნილი
პარლამენტთან კარავი ზუგდიდელებმაც გაშალეს - პროტესტი რეგიონებიდან დედაქალაქში ინაცვლებს
ანზორ მელია: სანდროს რა ვუთხრა, დღეებს ითვლის, 6 დღეა, ნიკა სახლში არ ყოფილაო
ბიძინა ივანიშვილის პიროვნება ყოველთვის გაუმჭვირვალე იყო და ახლა უკვე აშკარაა - მარიელუიზე ბეკი
"საბანკო კრედიტი მაქვს...სხვა გამოსავალი არ მქონდა და დავთანხმდი“-ლოლა წერეთელი სამუშაოდ მოსკოვში გაემგზავრა
PACE-ს თანამომხსენებლები: მელიას დაპატიმრებამ პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა
ვისაუბრეთ სამომავლო სამართლებრივ სტრატეგიაზე - ნიკა მელიას ადვოკატმა საპატიმრო დატოვა
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42