
ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, დევიდ კრამერი, საქართველოში მიმდინარე უმწვავეს პოლიტიკურ კრიზისს და "ენმ"-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას, დკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ "მოქმედებებზე პასუხისმგებელმა პირებმა უნდა დაინახონ, რომ ძალიან მძიმე კრიზისი შექმნეს".
მისი თქმით, მთავრობამ უნდა იპოვოს გამოსავალი და მათ შორის უნდა იყოს ნიკა მელიას გათავისუფლება - მისივე განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება სანქციები "ოცნების" წევრების წინააღმდეგ.
"მათ [მთავრობამ] უნდა იპოვონ გამოსავალი და მათ შორის უნდა იყოს ნიკა მელიას გათავისუფლება, ასევე მოლაპარაკებების განახლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, იქნება სანქციები კონკრეტული ადამიანების - "ქართული ოცნების" წევრების - წინააღმდეგ, მათ შორის არიან პრემიერი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ბატონი ივანიშვილი. ვფიქრობ, სახელმწიფო დეპარტამენტს რეაქცია ექნება, ჩვენ უკვე ვიხილეთ საკმაოდ ძლიერი განცხადება აშშ-ის საელჩოსგან", - ამბობს კრამერი გადაცემაში "დღის სტუმარი".
მასალის გამოყენების პირობები
