"შეშფოთებული ვარ... სიტუაცია იმაზე ბევრად კრიტიკულია, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა" - მეუფე მელქისედეკი მიმდინარე პროცესებმზე
საზოგადოება - 20:56, 23 Feb, 2021     600

"შეშფოთებული ვაკვირდები ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ სიტუაცია იმაზე ბევრად კრიტიკულია, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა" ,- ასე ეხამურება ქვეყანაში მიმდინარე უმძიმეს პროცესებს და "ენმ"-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას , დაკავებას მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე.

მეუფე მელქისედეკის შეფასებით, საფრთხე ექმნება საქართველოს ისტორიულ მონაპოვარს- ევროატლანტიკურ სწრაფვას, რამაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის მომავალი რადიკალურად შეცვალოს.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქყვენა, რომელსაც "ნიუპოსტი" უცველად გთავაზობთ:

"შეშფოთებული ვაკვირდები ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ სიტუაცია იმაზე ბევრად კრიტიკულია, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა და ამ ყველაფერმა კი შეიძლება ძალიან ბევრი რამე და ვინმე დააზიანოს.

გულდასმით გავეცანი უცხოელი ელჩების, ფასილიტატორების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი ქვეყნის მეგობრების შეშფოთებულ განცხადებებს. საფრთხე ექმნება საქართველოს ისტორიულ მონაპოვარს- ევროატლანტიკურ სწრაფვას, რამაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის მომავალი რადიკალურად შეცვალოს.

იმ გეო-პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რაც რეგიონშია, იმ ეკონომიკური თუ ეპიდემიური კრიზისის ფონზე, რაც მთელ მსოფლიოში მძვინვარებს, საქართველოში მოქალაქეების, ჩვენი სისხლისა და ხორცის ურთიერთგახლეჩვა და პოლარიზება, არავის ინტერესებში არ შეიძლება შედიოდეს, გარდა ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის მტრებისა. გთხოვთ ყველას, რომ მოვუხმოთ გონებას, ჩვენი პოლიტიკური თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად წინა პლანზე დავაყენოთ სახელმწიფოს ინტერესები და მის დასაცავად ყველაფერი გვერდზე გადავდოთ.

ჩემი ახალგაზრდობის პერიოდი ავადსახსენებელ 90-იანებს დაემთხვა. დღემდე თვალებიდან არ ამომდის ის საშინელი შედეგი, რაც საზოგადოების პოლარიზებამ საქართველოს მოუტანა. მჯერა, რომ ასეთი რამ საქართველოში აღარასდროს განმეორდება და ყოვლადმოწყალე უფალი დაგვიფარავს ამგვარი განსაცდელებისგან.

ქრისტემიერ საყვარელო ძმანო და დანო, ყველას უმორჩილესად გთხოვთ ვილოცოთ, ვიყოთ მშვიდად, ჩვენი ძალები გაერთიანებისაკენ მივმართოთ და არა პოლარიზებისკენ, გულში ჩავიკრათ ერთმანეთი და არ მივცეთ მტერს უფლება, რომ ჩვენი დაპირისპირებით გაიხაროს", - წერს მეუფე





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
უკონტროლო კრიმინალი - თამარაშვილის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს
"ჩვენი პოზიცია იყო ძალიან მკაფიო, რომ ნიკა მელია უნდა იყოს ამ მაგიდის ირგვლივ" - აკო მინაშვილი
თუ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს - ჯაფარიძე
დიალოგის პროცესში ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებით ვხელმძღვანელობთ - სალომე სამადაშვილი
ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრები - შარლ მიშელის 6 პუნქტი , რომელიც უნდა მოგვარდეს
"იმედი მაქვს, ოპოზიცია კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობას გააგრძელებს" - ღარიბაშვილის პირველი კომენტარი შეხვედრის დასრულების შემდეგ
დიალოგმა სხვა დონეზე აიწია, შეგვიძლია ფრთხილი ოპტიმიზმი გვქონდეს - გიორგი ვაშაძე
მოლაპარაკება დასრულებულია - შარლ მიშელი 2 კვირიან ვადას ასახელებს
პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო - ხაზარაძე "ოცნებასთან" შეხვედრის შემდეგ
"იმედიანი გაზაფხული დგება" - ნათელაშვილის პირველი კომენტარი "ოცნებასთან" შეხვედრის შემდეგ
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა
იმედია შეხვედრა შედეგს მოიტანს, მთავარია, დიალოგი არ იყოს 1 დღის შოუ - ავსტრევიჩუსი შარლ მიშელის ვიზიტზე
Valentino-ს შავ–თეთრი შემოდგომა – ულამაზესი კოლექცია (ფოტოები)
პოლიტიკური მოლაპარაკებების პარალელურად "ოცნება" მობილიზაციას იწყებს - გდდ-ს ბაზაზე სპეცრაზმელები დაიბარეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42