დიალოგი თუ მორიგი ფარსი? - ღარიბაშვილი ოპოზიციასთან დიალოგს ითხოვს
პოლიტიკა - 20:47, 23 Feb, 2021     592

ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის და ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას დიალოგს სთავაზობს. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება პოლიტიკაში რადიკალიზმის შესამცირებლად და სამართლიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად აუცილებელი იყო.

„ძვირფასო თანამემამულენო,

ჩვენ ყველას საერთო სამშობლო გვაქვს, ერთი ქვეყნის შვილები ვართ.

საქართველო დღეს დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე. პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ისედაც რთული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. ასევე, გვაქვს სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევები და საგარეო-პოლიტიკური მიზნები.

ამ გამოწვევებისა და მიზნების გარშემო ყველა ერთად უნდა დავდგეთ, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური რწმენისა თუ შეხედულებებისა.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დაკარგვიდან და საქართველოს გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობა თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე დიდი მონაპოვარია. ჩვენი სახელმწიფოებრიობა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის აუცილებელი პირობაცაა. ამიტომ, სახელმწიფოს და მისი კანონების დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალი და პასუხისმგებლობაა.

გუშინ საქართველოს პარლამენტში წარვადგინე მთავრობის სამომავლო ხედვა. თუმცა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, ჩვენი გმირი პოლიციელების მიმართ მიზანმიმართული შეურაცხმყოფელი კამპანიის ფონზე, გარდა საერთო მიზნებისა და გამოწვევებისა, დიდწილად ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებზეც მომიწია საუბარი.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა კანონი, რაც იყო აუცილებელი პირობა პოლიტიკაში რადიკალიზმის შესამცირებლად და სამართლიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.

კანონის აღსრულებაზე ჩვენი ხალხის რეაქციამ დაადასტურა, რომ ქართული საზოგადოებისთვის უმთავრესი პრიორიტეტი სამართლისა და კანონის უზენაესობაა. თუმცა, ჩვენ არ ვითვლით მანიფესტაციაზე დღეს შეკრებილი ადამიანების რაოდენობას, ვინაიდან ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე.

დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი და გულწრფელი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს.

ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა. ვთავაზობ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას, შევიდნენ პარლამენტში და ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გამოვიყენოთ მთავარ პლატფორმად დისკუსიისთვის. როგორც გუშინაც აღვნიშნე, ჩვენ მზად ვართ ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში.

ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე, დემოკრატიული სისტემის შემდგომ გაძლიერებაზე, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევაზე, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს საბოლოო ინტეგრაციაზე.

ჩვენს სამშობლოს დასაკარგი დრო აღარ აქვს.

დღეს არა დაყოფის, არამედ გაერთიანების დროა.

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი" - წერს პრემიერმინსიტრი






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
Bloomberg: თუ ბაიდენს სურს, რომ ამერიკა დაუბრუნდეს გლობალურ ლიდერობას, მას არ აქვს უფლება დარჩეს ნეიტრალური საქართველოს დემოკრატიული სულისთვის ბრძოლაში
ლედი გაგას ძაღლების მომვლელს ესროლეს და ორი ბულდოგი მოიპარეს – მომღერალი ინფორმაციისთვის 500 000$ იხდის
ავღანეთში ქათმის გრიპის აფეთქება დაფიქსირდა
"ეს განცხადება დასტური იყო, რომ პატიმრობის მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი" - ომბუდსმენი მელიას გირაოზე
" ძალადობა, აგრესია, ფიზიკური შეურაცხყოფა არის მიუღებელი - მოძალადე დაუსჯელი არ დარჩება" - კალაძე სანაიას მიმართ ძალადობაზე
"მქონდა შემთხვევა, როცა სადარბაზოსთან დამხვდნენ და ფოტოებს მიღებდნენ" - ჟიჟილაშვილი ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე
რიგგარეშე არჩევნების საფუძველი გუბაზ სანიკიძის და სააკაშვილის განცხადება ვერ იქნება - ვოლსკი
"მელას რაც ესიზმრებოდა, ის ეჩვენებოდა" - ვოლსკი სანქციებზე
"ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ, მოლაპარაკების მაგიდასთან ვიყოთ" - მდინარაძე
ექსკლუზივი: "ჯარისკაცები ხალხის წინააღმდეგ არ წავლენ" - ხელისუფლება ჯარზე კონტროლს კარგავს, რატომ ჩამოართვეს სამხედროებს ტელევიზორები?
ბრიტანული შტამის 3 კლასტერი საქართველოში - სავარაუდოდ, 2-3 თვეში ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებულ ფორმას ახალი ჩაანაცვლებს
"ინტერნიუსი-საქართველო“ გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმას - განცხადება
"სწრაფად გამოიძიეთ ფაქტი და დასაჯეთ დამნაშავეები" - ზურაბიშვილი ვახო სანაიას საქმეზე
"ნიკა მელიას უკანონო დაკავებამ ნათელი გახადა, რომ დავადექით პუტინის გზას" - გიორგი რურუა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42