
"ცალსახად ემიჯნება ეკლესია ძალადობას, ყოველთვის ყველანაირი ფორმით" , - ასე ეხმაურება ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი "ენმ"-ს ლიდერის , ნიკა მელიას , დაკავებას.
მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ არასწორია საზოგადოებაში იმის მოლოდინი, რომ ეკლესაიმ ხელისუფლების ან ოპოზიციის მხარდამჭერი და ამბობს, რომ "ეკლესიის შვილები იქაც არიან და იქაც".
"ცალსახად ემიჯნება ეკლესია ძალადობას, ყოველთვის ყველანაირი ფორმით, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვინდა ყველას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ვიცხოვროთ და ეს ადვილი არ არის. ჯერ ამის გაგება რას ნიშნავს სამართლებრივი სახელმწიფო, მერე როგორ მივაღწიოთ სამართლებრივ სახელმწიფოში სამართლებრივად გადაწყდეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, დამანაშავე დაკავებული უნდა იყოს და უნდა გაირკვეს სამართლებრივად ეს ყველაფერი. მაგრამ ნუ ძნელია რაღაცის თქმა. მე ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა და ყველას მინდა მოვუწოდო - ჩვენ ერთმანეთის მტრები არ ვართ, შეიძლება კანონიც დაირღვეს, მოხდეს ასე ამაზე შიძლება რეაგირებაც იყოს, შეიძლება ეს რეაგირება გადამეტებული იყოს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩვენ ახლა ვსწავლობთ, ახლა ვიწყებთ, ფაქტიურად სამართლებრივ სახელმწიფოს შექმნას", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა
მასალის გამოყენების პირობები
