ევროკავშირთან ასოცირების საპარლამენტო საბჭოს თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი და ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების წევრი სვენ მიქსერი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ხელისუფლებას, კრიზისის განმუხტვის მიზნით, შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ:
"მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, მთავრობას და ყველა ოპოზიციურ ჯგუფს, რომ პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისთვის დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები, რათა პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს, რომელიც კიდევ უფრო გაუარესდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის დაკავების შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ ვეწინააღმდეგებით ოპოზიციის ნაწილის არაკონსტრუქციულ და პროვოკაციულ ტაქტიკას, პროვოკაციაზე პასუხად უდიდესი ოპოზიციური პარტიის შტაბის დარბევა და მათი ლიდერის დაპატიმრება კრიზისიდან გამოსავალი არ არის.
ერთადერთი გზა, რითაც საქართველო ამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას შეძლებს ევროატლანტიკური მისწრაფებების საფრთხის ქვეშ დაყენების გარეშე არის ის, რომ ყველა მხარემ დაიხიოს უკან, თავი შეიკავონ რიტორიკისგან და ქმედებებისგან რომელიც პოლარიზაციას აღრმავებს და კვლავ ჩაერთონ დიალოგში. აუცილებელია ყველამ, ვისაც ძალაუფლება ანდეს, ხალხის მისწრაფებები დააყენოს წინ", - ნათქვამია მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები