"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარვებთან მივიდა და იქიდან "ფეისბუქზე" ლაივ-რეპორტაჟი ჩართო .
"რატომ ზიხართ აქ? რამდენ ხანს აპირებთ ჯდომას?"- მიმართა გვარამიამ რუსთაველზე შეკრებილ სამოქალაქო აქტივისტებს.
მისივე თქმით, "შესაძლოა, ყველაზე მეტი თავისუფლება იყოს".
"მე მინდა მივმართო ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც თავისუფლება მნიშვნელოვანია, მესმის, რომ ყველა აქ ვერ იჯდება, მაგრამ შეგვიძლია ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატოთ და ამ ადამიანებს მოუტანოთ თბილი ტანსაცმელი, ცხელი ჩაი, გამათბობლები: აქ ძალიან ცივა და ვერ წარმომიდგენია, როგორ უძლებენ", - მიმართა მოსახლეობას ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველზე კარვები ნიკა მელიას დაკავების შემდეგ გაშალეს და ღამეს იქ ათევენ. მორიგეობის გრაფიკი წინასწარაა გაწერილი.
მასალის გამოყენების პირობები