"თავზე მაქვს დაზიანება, ხელებზეც, ფეხზეც, ჩემ ძმასაც დაარტყეს... დაიწყეს გინება ჩვენ მიმართ, ტვ პირველის მიმართ"- ვახო სანაია თავდასხმის დეტალებს იხსენებს
შემთხვევა - 11:52, 25 Feb, 2021     1894

თავდასხმა კრიტიკული მედიის წარმომადგენელზე ვახო სანაია მასზე განხორციელებულ თავდასხმის დეტალებს იხსენებს.

მისი თქმით, დაზიანებები აღენიშნება როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვდასხვა მიდამოში.

"წუხელ დაახლოებით პირველის ნახევარზე ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი და ძიძა და ჩვენი ოჯახის კიდევ ერთი წევრი ჩამოვიდნენ თურქეთიდან, ბავშვი იყო სამკურნალოდ წაყვანილი და აეროპორტში დავხვდით მე და ჩემი რძალი, შემდეგ აეროპორტიდან წამოვედით ვაკეში, წყნეთის ქუჩაზე, იქ დავტოვეთ ერთი ადამიანი და უკან უნდა ამოვბრუნებულიყავით, რათა შინ მივსულიყავით, ამ დროს ჩვენი ვერ ამოვიდა, იყო მოყინული და გამოვიძახეთ სამაშველო სასმახური, ამასობაში საიდანღაც იქვე უბანში სამი ადამიანი გამოჩნდა იმ უბნელები, სავარაუდოდ, ერთერთი ეცნო ჩემს მეუღლეს, მისი ყოფილი მეზობელი იყო. ყველანაირად ცდილობდა ერთერთი, რომ გამოვეწვიე, პროვოცირებდა, გამომყვა იმ დროს, როცა მანქანას ვაწვებოდით, ვეხმარებოდით მაშველებს. მიწვევდა, ვუთხარი, რომ დამანებე თავი, ჩემს საქმეს ვაკეთებ, რომ მანქანა ავიყვანო ჩემს ოჯახთან, სამივე ნასვამი იყო, ჩამოიხსნა შარფივით რაღაც ნაჭერი, ქუდი გადაიხადა და მითხრა, კარგადა დაიმახსოვრე ჩემი სახეო და დაიწყო მუქარა. ვუთხარი, რომ საერთოდ ვერ გხედავ, ვაწვები მანქანას და თავი დამენებე მეთქი.

ოდნავ მოშორებით გადაინაცვლა და იქედან დაიწყო გინება, შემდეგ შემოუარა ამ მანქანას უკნიდან, ზურგით ვიდექი და ვიგრძენი, რომ მიახლოვდებოდა სირბილით და მუშტებმოღებელი უნდა დამსხმოდა თავს და ინსტიქტურად გავიწიე უკან და ეს ადამიანი წაიქცა, მაგრამ მოყინული იყო და მეც წავიქეცი და წაქცეული როცა ვიყავი, ის დანარჩენი ორი მოვიდა და დაიწყო ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება. თავზე მაქვს დაზიანება, ხელებზეც, ფეხზეც. ამ დროს ჩემი მეუღლე და ჩემი რძალი გადმოვიდნენ მანქანიდან, რძალსაც აქვს დაზიანებები, მასაც დაარტყეს. პირდაპირ აგრესია ჰქონდაც ჩემს მიმართ, როგორც მედიის წარმომადგნელის მიმართ, ტელევიზიების მიმართ გინება, ჩვენ მიმართ, მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს პროვოცირება. დაიწყეს გინება ჩვენ მიმართ, ტვ პირველის მიმართ, საერთოდ ტელევიზიების მიმართ ჰქონდათ აგრესია. ვფიქრობ, რომ ეს არის ასახვა იმის, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული არხების მიმართ, ერთ-ერთში, ოღონდ უკვე ფიზიკური სახით გამდოვიდა ჩვენზე, ჩვენს ოჯახზე.

ბავშვი ეჭირა ძიძას მანქანაში, წლის და ორი თვის არის, ისტერიკულად ტიროდა, შეეშინდა და მაინც არ ჩერდებოდნენ. მაშველები მოვიდნენ, ჩაერივნენ, შუაში ჩადგნენ და მთხოვეს, რომ მანქანაში ჩავმჯდარიყავი, ჩამსვეს მანქანაში... დაინახეს, რომ ბავშვი იყო, ტიროდა, ქალები იყვნენ და ისევ მაინც იწევდნენ მანქანისკენ, ზედ გადაუარეს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს. რძალმა დარეკა საპატრულო პოლიციაში, მოვიდნენ და იქვე დააკავეს ესენი და ჩვენ გადაგვყვანეს გამოკითხვაზე", - ყვება სანაია.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
თუ მესამე ტალღა დაიწყო, სიკვდილიანობას ერთნიშნა რიცხვზე ვერ შევინარჩუნებთ - ცერცვაძე
კახა კალაძე საზღვარგარეთ იმყოფება - რატომ წავიდა მერი უცხოეთში?
ინდოეთში დააკავეს ორი მამაკაცი, რომლებიც მაიმუნებს ქურდობისთვის იყენებდნენ
ინდოეთში COVID-19-ის პანდემიის მეოთხე ტალღა დაიწყო
შეხვედრები ევროკავშირის ოფისში - სავარაუდოდ , თვის ბოლოს საქართველოში 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა
კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებული დოკუმენტი განვიხილეთ - კარლ ჰარცელი შეხვედრის დასრულების შემდეგ
ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი...წარმოუდგენელი მგონია, მედიატორის როლი შეასრულოს - ჯაფარიძე პრეზიდენტზე
არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული და იქ სმა-ჭამა - ამირან გამყრელიძე აღდგომაზე
"ვაქცინაცია წარუმატებელი არ არის, უბრალოდ წარმატებული არ არის" - გამყრელიძე
უხვი ნალექის გამო დაბა ბაკურიანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო დაიტბორა
სააღდგომოდ მიდიან სოფლებში კარგია, რომ არდადეგები იქნება და დარჩებიან სოფლებში - გამყრელიძე
სოფო შევარდნაძე შვილთან ერთად პირველად გამოჩნდა (ფოტო)
ასეულობით ყალბი პროფილის მეშვეობით საპატრიარქოს "ფეისბუქ“ გვერდზე მორიგი ინფორმაციული შეტევა განხორციელდა - საპატრიარქო
"არის საკმაოდ სერიოზული ძიება, რომ საკითხები, რაც ოპოზიციას ჰქონდა დაყენებული, იქნას მიღწეული" - ხაზარაძე ელჩებთან შეხვედრის შემდეგ
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42