ხელისუფლება ჩვენი გამოყოფილი ფულით ოპოზიციას ავიწროებს - დასავლეთი სანქციებზე ალაპარაკდა
პოლიტიკა - 14:49, 25 Feb, 2021     827
მას შემდეგ, რაც დასავლელი პარტნირები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებზე საუბრისას უკვე რამდენიმე დღეა ღიად ალაპარაკდნენ ხელისუფლების ლიდერების მიმართ პერსონალური სანქციების დაწესებაზე, ახლა უკვე ქვეყნისთვის დახმარების გამოყოფის პირობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ პირობითობა, პირველ რიგში, ნიკა მელიას გათავისუფლებას მოიცავს:


"პუტინისგან ან ლუკაშენკოსგანაც კი არ მომისმენია ენა, რომელიც ქართული ხელისუფლებისგან მესმოდა. ისინი ყველა ოპოზიციონერებს ბოლშევიკებს, ფაშისტებს, კრიმინალებს უწოდებენ. ევროპის სახალხო პარტიას მაფიას ეძახიან, ვინ არის მაფია, მერკელი? მათ ჩემზე ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებად მედიაში გადაიღეს ფილმი, რომლის მიხედვითაც მე სააკაშვილისგან ფული ავიღე. მოკლედ რომ ვთქვა, საქართველოში მთავრობამ გადალახა ყველა ზღვარი, მათ უნდა ისწავლონ გაკვეთილი. საქართველო რეგიონში უდიდეს დახმარებას იღებს ჩვენი გადასახადების გადამხდელთა ჯიბეებიდან და ისინი ჩვენს ფულსაც იყენებენ იმისთვის, რომ ოპოზიცია შეავიწროვონ, რომ დააპატიმრონ პოლიტიკური ლიდერები. დახმარება უნდა გახდეს პირობითი - ეს ერთი შესაძლებლობაა, მაგრამ ასევე საჭიროა სანქციების დაწესება და ეს კონკრეტულად ერთი კაცის - ბიძინა ივანიშვილის მიმართ უნდა მოხდეს. პირდაპირ უნდა ვუთხრათ მას, რომ ამ შესანიშნავ ქვეყანას ვერ გაანადგურებს. და ბოლოს, ვადამდელი არჩევნების გარდა, სხვა გზა აღარ არსებობს, საჭიროა პოლიტიკური ვითარების გადატვირთვა, . მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი ნატო-ს წევრობის შესახებ. ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს, მაგრამ ქვეყანა პოლიტიკურ და დემოკრატიულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს" - განაცხადა ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა.

"ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით პროცესებს საქართველოში. კონგრესი იწყებს ყველაფერზე ფიქრს, რაზეც, ჩვეულებრივ, არ იფიქრებდა. სანქციების შესახებ არის კითხვები, არსებობს ზნეობრივი სანქციები, რომელიც უნდა დაწესდეს ინდივიდების მიმართ. უნდა იყოს თუ არა საქართველოს დახმარება პირობითი? რამდენიმე წლის წინ ამაზე არავინ იფიქრებდა, მაგრამ ახლა ეს თემა საუბრის სათავეშია.მე ვიცი, რომ ამაზე იყო გარკვეული განხილვები სახელმწიფო დეპარტამენტში ჯერ კიდევ შემოდგომაზე. ახლა ჩვენ უფრო მეტი წევრისგან მოვისმინეთ, თუ რა სახის სანქციები უნდა დავაწესოთ, რა პირობები უნდა წავუყენოთ, რას უნდა ვაკეთებდეთ, რომ თბილისში მყოფი პოლიტიკოსების ყურადღება მივიქციოთ. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შეგვიძლია ნაბიჯები გადავდგათ რაიმე შეთანხმების მიღწევისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვფიქრობ, ვადამდელი არჩევნები, შესაძლოა, გამოსავალი იყოს" - აღნიშნა კონგრესის საგარეო აპარატის ხელმძღვანელმა კრის სოჩამ.

"ნიკა მელიას გათავისუფლება მთავარი პრიორიტეტია. შეუძლებელია მოლაპარაკება ან კომპრომისების ძიება, თუ დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეში იმყოფება. მელია უნდა გაათავისუფლონ, შეუძლებელია რაიმე გადაწყვეტილების განხილვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის გარეშე. თუ მელიას არ გაათავისუფლებენ, სანქციები დაწესდება. ბატონი ივანიშვილი აუცილებლად უნდა იყოს ამ სიაში, მე კიდევ რამდენიმე მიმართ დავაწესებდი სანქიცებს. ბატონი ღარიბაშვილი დააბრუნეს მხოლოდ იმისთვის, რომ მელია დაეპატიმრებინა. გასულ კვირას ბატონმა გახარიამ აჩვენა წესიერების მაგალითი, მაგრამ, როგორც ჩანს ბატონი ღარიბაშვილის ამის საპირისპიროს დიდი ენთუზიაზმით აკეთებს, ასე რომ, მე მას სიაში შევიყვანდი. ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრს. პირობა უნდა იყოს მელიას გათავისუფლება, შემდეგ ზეწოლა უნდა მოვახდინოთ ყველა მხარეზე, მათ შორის ქართულ ოცნებაზე, რათა კომპრომისი მიღწეული იქნას. მხოლოდ კრემლს უხარია, რომ ქართულ ოცნებას ქვეყანა გადაჰყავს თავისი დემოკრატიული გზიდან და არ ემსახურება ქვეყნის მისწრაფებებს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. საქართველო უნდა დაბრუნდეს სწორ გზაზე - განაცხადა სახელმწიფო მდივნის ყოფილმა ასისტენტმა დევიდ კრამერმა.




მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
თუ მესამე ტალღა დაიწყო, სიკვდილიანობას ერთნიშნა რიცხვზე ვერ შევინარჩუნებთ - ცერცვაძე
კახა კალაძე საზღვარგარეთ იმყოფება - რატომ წავიდა მერი უცხოეთში?
ინდოეთში დააკავეს ორი მამაკაცი, რომლებიც მაიმუნებს ქურდობისთვის იყენებდნენ
ინდოეთში COVID-19-ის პანდემიის მეოთხე ტალღა დაიწყო
შეხვედრები ევროკავშირის ოფისში - სავარაუდოდ , თვის ბოლოს საქართველოში 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა
კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებული დოკუმენტი განვიხილეთ - კარლ ჰარცელი შეხვედრის დასრულების შემდეგ
ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი...წარმოუდგენელი მგონია, მედიატორის როლი შეასრულოს - ჯაფარიძე პრეზიდენტზე
არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული და იქ სმა-ჭამა - ამირან გამყრელიძე აღდგომაზე
"ვაქცინაცია წარუმატებელი არ არის, უბრალოდ წარმატებული არ არის" - გამყრელიძე
უხვი ნალექის გამო დაბა ბაკურიანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო დაიტბორა
სააღდგომოდ მიდიან სოფლებში კარგია, რომ არდადეგები იქნება და დარჩებიან სოფლებში - გამყრელიძე
სოფო შევარდნაძე შვილთან ერთად პირველად გამოჩნდა (ფოტო)
ასეულობით ყალბი პროფილის მეშვეობით საპატრიარქოს "ფეისბუქ“ გვერდზე მორიგი ინფორმაციული შეტევა განხორციელდა - საპატრიარქო
"არის საკმაოდ სერიოზული ძიება, რომ საკითხები, რაც ოპოზიციას ჰქონდა დაყენებული, იქნას მიღწეული" - ხაზარაძე ელჩებთან შეხვედრის შემდეგ
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42