ექსკლუზივი: "ჯარისკაცები ხალხის წინააღმდეგ არ წავლენ" - ხელისუფლება ჯარზე კონტროლს კარგავს, რატომ ჩამოართვეს სამხედროებს ტელევიზორები?
პოლიტიკა - 22:05, 25 Feb, 2021     17784

ხელისუფლება ჯარზე კონტროლს კარგავს - "ნიუპოსტისთვის" მოწოდებული ექსკლუზიური ინფორმაციით, სამხედროები გამკაცრებულ კონტროლზე აიყვანეს. მიზეზი ქვეყანაში არსებული ოპოზიციური მუხტია, რომელიც საზოგადოებას ხელისუფლების მიმართ აქვს.

წყარო სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადიდან "ნიუპოსტს" უყვება, რომ თავდაპირველად ჯარისკაცებს საინფორმაციო გამოშვების ყურება აუკრძალეს, ბოლოს კი ტელევიზორი საერთოდ ჩამოართვეს.

ზემდგომებს მიზეზი არ განუმარტავთ, თუმცა, სამხედროები ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილება დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდება. ჯარისკაცები არ მალავენ, რომ ხელისუფლებას „რუსულ ორბიტაზე დაბრუნებაში ხელს არ შეუწყობენ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ წავლენ“.

სამხედროები გააფრთხილეს, რომ მათ ტელეფონით სარგებლობის უფლებაც ჩამოერთმევათ, რაც, მათი შეფასებით, კიდევ უფრო მეტ ინფორმაციულ ვაკუუმს გამოიწვევს. წყაროს ინფორმაციით, ტელევიზორების ამოღება სხვა სამხედრო დანაყოფებშიც იგეგმება.

"ნიუპოსტი" ინფორმაციის გადამოწმების მიზნით თავდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც დეტალების დაზუსტებას შეგვპირდნენ, თუმცა, რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგაც მათი ოფიციალური პასუხი არ ჩანს.

P.S. მასალის გამოქვეყნებიდან ცოტა ხანში თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური დაგვიკავშირდა და განმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ავტორი: ლილე შუკვანი





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ოფიციალური აღიარება - ჩინური ვაქცინები ნაკლებად ეფექტურია
თუ მესამე ტალღა დაიწყო, სიკვდილიანობას ერთნიშნა რიცხვზე ვერ შევინარჩუნებთ - ცერცვაძე
კახა კალაძე საზღვარგარეთ იმყოფება - რატომ წავიდა მერი უცხოეთში?
ინდოეთში დააკავეს ორი მამაკაცი, რომლებიც მაიმუნებს ქურდობისთვის იყენებდნენ
ინდოეთში COVID-19-ის პანდემიის მეოთხე ტალღა დაიწყო
შეხვედრები ევროკავშირის ოფისში - სავარაუდოდ , თვის ბოლოს საქართველოში 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა
კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებული დოკუმენტი განვიხილეთ - კარლ ჰარცელი შეხვედრის დასრულების შემდეგ
ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი...წარმოუდგენელი მგონია, მედიატორის როლი შეასრულოს - ჯაფარიძე პრეზიდენტზე
არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული და იქ სმა-ჭამა - ამირან გამყრელიძე აღდგომაზე
"ვაქცინაცია წარუმატებელი არ არის, უბრალოდ წარმატებული არ არის" - გამყრელიძე
უხვი ნალექის გამო დაბა ბაკურიანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო დაიტბორა
სააღდგომოდ მიდიან სოფლებში კარგია, რომ არდადეგები იქნება და დარჩებიან სოფლებში - გამყრელიძე
სოფო შევარდნაძე შვილთან ერთად პირველად გამოჩნდა (ფოტო)
ასეულობით ყალბი პროფილის მეშვეობით საპატრიარქოს "ფეისბუქ“ გვერდზე მორიგი ინფორმაციული შეტევა განხორციელდა - საპატრიარქო
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42