"ფორმულას" ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ვაჟა გიგაურის მამიდა ირწმუნება, რომ მის ძმისშვილს სანაია არ უცემია - მისივე თქმით, ბრალდებული ქუჩაში საგუნდაოდ იყო ჩასული.
"გაკვირვებულია დედაამისიც, ეს უკომფლიქტო, ასეთი წყანრი ბავშვი, რა მოხდაო, ნეტა, არ ჩამიძინებოდაო, რომ ვიძინებდი მითხრა საგუნდაოდ ჩავალო. რა მოხდა იქ გაკვირვებულია. დილას, რომ არ ნახა ბავშვი გადაირია სად არისო. გამოდიან ახლა ტელევიზიით, იძახიან ცოლი იყოო, ცოლს დაარტყესო. ჯერ ეს ერთი რაც არ უნდა მთვრალები ყოფილიყვნენ. დარწმუნებული ვარ 100%-ით კი არა 1000%-ით ესენი ქალს არ დაარტყამდნენ. მაგას სახეზე ცემის კვალი არ ეტყობდა და რანაირად ცემეს. თუ დავარდა და რაღაც დაჟეჟილობა მიიღო ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ სცემა", - ამბობს ბრალდებულის მამიდა.
მეზობლების ინფორმაციით, დაპირისპირება 10-15 წუთი გრძელდებოდა. მათი თქმით, ორი მამაკაცის და ერთი ქალის ხმა ესმოდათ.
შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში ღამით თავს დაესხნენ.
მასალის გამოყენების პირობები