
"შემაშფოთებელია" , - ასე ეხმაუება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ჟურნალისტ, ვახო სანაიაზე, თავდასხმას.
კრამონი აცხადებს, რომ თავისუფალ მედიაზე თავდასხმა მიუღებელია - მისივე თქმით, მრავალფეროვანი მედიაგარემო ქართველი ხალხის ინტერესშია, ხოლო ევროპა მხარს უჭერს ქვეყანაში კრიტიკული მედიის არსებობას.
"მინდა, გამოვხატო ჩემი შეშფოთება მომხდართან დაკავშირებით, თქვენს კოლეგას კი მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. თავდასხმა ჟურნალისტებზე, თავდასხმა თავისუფალ მედიაზე მიუღებელია ნებისმიერ ქვეყანაში. არც აქ ევროკავშირში, არც თქვენთან, არსად მსგავსი არ უნდა ხდებოდეს.
მიმდინარე მოვლენები შემაშფოთებელია პოლარიზაციის, ხანდახან რადიკალიზაციის ფონზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ინტერესში არაა. მნიშვნელობა არ აქვს, კრიტიკული მედიის წარმომადგენელი ხარ თუ არა - თუკი პროფესიულ სტანდარტებს იცავ, უნდა გქონდეს თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა, კრიტიკულად მუშაობის შესაძლებლობა. ჩვენ ვართ მრავალფეროვანი მედიის მომხრე, განსაკუთრებით საქართველოში", - განაცხადა ევროპარლამენტარმა ფორმულას ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში ღამით თავს დაესხნენ.
მასალის გამოყენების პირობები
