"ვარ ციხეში, მაგრამ ვარ თავისუფალი, თავისუფლებით არ ვაჭრობენ, თავისუფლება უნდა მოიპოვო"- ნიკა მალიას ემოციური წერილი ციხიდან
პოლიტიკა - 14:32, 26 Feb, 2021     1394
უწყვეტი პროტესტი დედაქალაქის ცენტრში - "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას წერილი წაუკითხა, რომელიც დაკავებულმა ლიდერმა ციხიდან გამოგზავნა.

მელია ამბობს, რომ მისგან "თავისუფლების ქირა" და ხარკი მოითხოვეს, მან მთავრობას უთხრა, რომ "თავისუფლებით არ ვაჭრობენ, თავისუფლება უნდა მოიპოვო".

"მოგესალმებით თანამებრძოლებს მეგობრებს და თავისუფლებნის მოყვარე სრულიად ქართველ ხალხს. მოგესალმებით და მიხარია, რომ მანდ ხართ, მიხარია, რომ არ ნებდებით ერთად ვიბრძვით და ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენი მიზანი არ არის ერთი ადამიანის გამარჯვება, ჩვენი მიზანი საქართველოს გამარჯვებაა.

ჩვებნი მიზანი განვითარებული საქართველოა, სადაც თავისუფალი და წარმატებული ადამიანები იბრძვიან. ხანდახან ცხვოვრებაში დგება მომენტები, როდესაც ადამიანს დაღლა და იმედგაცრუება გეწვევა, მაგრამ მე ახლა ამ 4 კედელშიც კი ვგრძნობ, რომ ყოველი ახალი სირთულე, ყოველი ახალი წინაღობა, ყოველი ახალი გამოწვევა მეტ ძალას, მეტ შემართებას მატებს.

ჩვენ გვაქვს ძალა, ჩვენ გვაქვს ნება, ჩვენ გავქვს მიზანი და მოტივაცია მშვიობიანად დავძლიოთ ქვეყანაში მიმდინარე რადიკალიზაციის და პოლიტპოლარიზაციის პროცესი - გვქიონდეს უკეთესი საქართველო, თავისუფლება. ვიცი, რომ ათასობით პატრიოტის უწყვეტი პროტესტი თბილისის ქუცებში მოწინააღმდეგის ყველა გეგმას ჩაშლის.

დღეს აქ და ახლა თბილისის ქუჩებში დგას მებრძოლი საქართველო, რომელიც მოიპოვებს საბოლოო თავიფულებას.

დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც 23 თებერვლის ძალისმიერი შტურმის დროს გამოიჩინა მაქსიმალური მოთმინება და სიმტკიცე ქვეყნის სასიკეთოდ, ვინც იდგა და იცავდა თავისუფალი საქართველოს იდეას, ვინც იდგა ჩვენ გვერდით, ვინც იდგა პარლამენტის წინ, ვინც იდგა ისტორიის სწორ მხარეს. ჩვენ ბრალს გვდებენ 20 ივნისის სახელმწიფოს გადატრიალებაში, თუმცა ჩვენი მხრიდან 20 ივნისის მშვიდობიანმა პროტესტმა და 23 თებერვლის თავდაცვის ფორმამ ნათლად აჩვენა, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს სამშობლოს მიმართ.

2019 წლის 20 ივნისსაც და 2021 წლის 23 თებერვაალსაც ჩვენ ვიდექით მშვიდობიანად, ვიცავდით ჩვენს ღირსებას, ჩვენს თავისუფლებას, გამარჯვებული საქართველოს იდეას, გავრილოვების, ლავროვებისა და მათი მორჩილი პირებისგან თავისუფალ, ერთიან ქართული სახელმწიფოს იდეას.

ჩემგან მოითხოვეს ხარკი, თავისუფლების ქირა. მინდა მივმართო მას, ვინც სახელმწიფო მიიტაცა, თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლებით არ ვაჭრობენ, თავისუფლება უნდა მოიპოვო და დიახ, ის ხანდახან ბორკილებით, ციხით მოიპოვება, მაგრამ არასდროს დანებებით, მხოლოდ ბრძოლით, ახალი გამოწვევებით, ახალი პასუხებით, კრიზისში ახალი პასუხების პოვნით", - წერს ნიკა მელია წერილში.

ფოტო: ინტერპრესნიუსი





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
თუ მესამე ტალღა დაიწყო, სიკვდილიანობას ერთნიშნა რიცხვზე ვერ შევინარჩუნებთ - ცერცვაძე
კახა კალაძე უცხოეთში იმყოფება
ინდოეთში დააკავეს ორი მამაკაცი, რომლებიც მაიმუნებს ქურდობისთვის იყენებდნენ
ინდოეთში COVID-19-ის პანდემიის მეოთხე ტალღა დაიწყო
შეხვედრები ევროკავშირის ოფისში - სავარაუდოდ , თვის ბოლოს საქართველოში 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა
კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებული დოკუმენტი განვიხილეთ - კარლ ჰარცელი შეხვედრის დასრულების შემდეგ
ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი...წარმოუდგენელი მგონია, მედიატორის როლი შეასრულოს - ჯაფარიძე პრეზიდენტზე
არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული და იქ სმა-ჭამა - ამირან გამყრელიძე აღდგომაზე
"ვაქცინაცია წარუმატებელი არ არის, უბრალოდ წარმატებული არ არის" - გამყრელიძე
უხვი ნალექის გამო დაბა ბაკურიანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო დაიტბორა
სააღდგომოდ მიდიან სოფლებში კარგია, რომ არდადეგები იქნება და დარჩებიან სოფლებში - გამყრელიძე
სოფო შევარდნაძე შვილთან ერთად პირველად გამოჩნდა (ფოტო)
ასეულობით ყალბი პროფილის მეშვეობით საპატრიარქოს "ფეისბუქ“ გვერდზე მორიგი ინფორმაციული შეტევა განხორციელდა - საპატრიარქო
"არის საკმაოდ სერიოზული ძიება, რომ საკითხები, რაც ოპოზიციას ჰქონდა დაყენებული, იქნას მიღწეული" - ხაზარაძე ელჩებთან შეხვედრის შემდეგ
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42