ხატია დეკანოიძის განცხადებით, საზოგადოების პროტესტი დღევანდელი აქციებით არ დასრულდება:
2 მარტს გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს პიკეტი;
5 მარტს დემონსტრანტები კანცელარიის პიკეტს მოაწყობენ;
9 მარტს აქცია გაიმართება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან;
აქცია გაიმართება 11 მარტს სასამართლოსთანაც;
13 მარტს კი ისევ პარლამენტთან ფართომასშტაბიანი აქცია-მარში მოეწყობა.
„ამ გავრილოვებს მოუწევთ ჩვენი ხმის მოსმენა. საპროტესტო ტალღა არ დასრულდება მოკლე დროში.
2 მარტს თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებთან ერთად ვგეგმავთ პარლამენტის შენობის პიკეტირებას იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქის ხმა გაიგოს რეჟიმმა. 5 მარტს ვგეგმავთ კანცელარიის პიკეტირებას იმისთვისთვის, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ივანიშვილის გამორჩეულ მსახურს, ღარიბაშვილს, რომელიც უშინაარსო ადამიანია და მისგან ივანიშვილის ხმა მოდის. 9 მარტს ვგეგმავთ აქციას შსს-სთან, რადგან ეს უწყება არის ერთი ადამიანის ნება-სურვილის შემსრულებელი და არ ესმის, რომ მათი მთავარი დანიშნულება არის ქვეყნის სამსახური. 11 მარტს ვგეგმავთ აქციას სასამართლოსთან, რომელიც გადაიქცა მურუსიძის, ჩინჩალაძისა და უსამართლობის, პოლიტიკური მართლმსაჯულების მთავარ სიმბოლოდ. 13 მარტს, აქციების ბოლოში, ჩვენ კიდევ ერთხელ პარლამენტთან ვიკრიბებით ერთად, ბევრნი და, რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი მარში და აქცია თავისუფლებისთვის.
თავისუფლების მოპოვების გზა არის რთული, დაბრკოლებებით და მოუთმენლობით აღსავსე, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ამ უსამართლობის მოთმენას", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები