"გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები" - ემიგრანტები აქციას ათენში, ევროპარლემტის წარმომადგენლობის შენობასთან , მართავენ.
"დღითიდღე ვაკვირდებით, როგორ ანგრევს რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი ჩემს სამშობლოს და თავის მარიონეტულ მთავრობასთან ერთად ლამის გენოციდს უწყობს ქართველ ერს. შევახსენებ ამ არალეგიტიმურ პარლამენტს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს არჩევნებში სრულიად ემიგრაციის 75%-მა ოპოზიციას მისცა ხმა და საერთოდ საქართველოს ეკონომიკაში ლომის წვლილი ემიგრაციაში, ფულად გზავნილებზეა. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ და თანადგომას ყველა იმ მებრძოლს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რომელიც დღენიადაგ დგას და იბრძვის სამართლიანობისთვის და მოვითხოვთ მათთან ერთად პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და მოვითხოვთ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები", - ამბობს აქციის ერთ ერთი მონაწილე
შენიშვნა: ინფორმაცია და ფოტომასალა "მთავარ არხს" ემიგრანტებმა მიაწოდეს.
მასალის გამოყენების პირობები