საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, შესაძლებლობა ექნება შეხვდეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და განიხილოს ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური სიტუაცია.
მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოინახოს არსებული სიტუაციიდან გამოსავალი.
"ბუნებრივია, ასევე ქვეყნის შიგნით არსებულ სიტუაციაზე ვისაუბრებთ. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდეს. განიხილოს ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური სიტუაცია და ის გზები, რომელიც აუცილებელია სიტუაციის დეესკალაციისთვის და დიალოგისთვის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოინახოს არსებული სიტუაციიდან გამოსავალი, რომელიც მნიშნველოვანია ამ სიტუაციაში, ამ გეოპოლიტიკურ ფონზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარშემოა შექმნილი“ , - განაცხადა ზალკალიანმა.
მასალის გამოყენების პირობები