"ენმ"-ს ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი, აცხადებს, რომ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ფაქტიურად საკუთარ ხელში აიღო ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა - მისივე თქმით, ამაზე უფრო მაღალი დონის ჩართულობა ევროპის მხრიდან არის წარმოუდგენელი.
სამადაშვილი ამბობს, რომ დღეს ნაადრევია იმაზე საუბარი რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს პირველ მოლაპარაკებას, თუმცა ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები სამადაშვილის თქმით იქნება უცვლელი - პირველ რიგში პოლიტპატიმრების გათავისუფლება - (ნიკა მელია და გიორგი რურუა) და ვადამდელი არჩევნები:
ამის შესახებ სამადაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში შესვლამდე განაცხადა, სადაც ოპოზიციასა და "ოცნებას" შორის, შარლ მიშელის ორგანიზებული შეხვედრა უნდა დაიწყოს.
"ჩვენ გადავდივართ სრულიად სხვა სიბრტყეში მოლაპარაკებების და შესაბამისად ჩართულობა ევროკავშირის იქნება სრულიად სხვა დონის, შესაბამისად ზეწოლა ხელისუფლებაზე ევროკავშირის მხრიდან იქნება კოორდინირებული და მყარი. იმედი მაქვს ეს ზეწოლა შედეგს გამოიღებს", - ამბობს სამადაშვილი
მასალის გამოყენების პირობები