
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ხელისუფებისა და "ქართული ოცნების" წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ "იმედიანი გაზაფხული დგება".
მისივე თქმით, სწორედ ქვეყნის დღევანდელი სტუმრის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დამსახურებაა, რომ ოპოზიცია დღეს ხელისუფლებასთან კონსულტაციაზე დაჯდა.
"ჩვენმა სტუმარმა აჩვენა უნიკალური პოლიტიკური და დიპლომატიური უნარი, რომ დავსხედით ხელისუფლებასთან კონსულტაციაზე. სანამ არ გათავისუფლდება ნიკა მელია, არ გათავისუფლდებიან
პოლიტპატიმრები და ახალი საპარლამენტო არჩევნები არ დადგება ქვეყანაში, შეთანხმების მიღწევაზე საუბარი ნაადრევია. გავცვალეთ პოზიციები და ვუთხარით მთავრობის ხელმძღვანელს, რომ გამოსავალია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები. იმ ბელადს ვპირდები, რომ მისი მილიარდები საფრთხის ქვეშაა და ძალიან მალე სანქციები იქნება", - ამბობს ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციისა და "ოცნების" შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები
